ტკივილი

ქუჩაში გამოდიხარ შენთვის და ფიქრობ სხვებზე, რაოდენ მოსაწყენი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც ფიქრობ და ის მხოლოდ შენს წარმოდგენაშია, შენს მსჯელობაშია, მათი მოსაწყენი ბილიკები. მაგრამ რომ ვკითხოთ ეს მართლაც ასე იქნება ? თუ გვიპასუხებენ, რომ ყველაფერი ჩვეული აქვთ და კარგად, რაშიც მერე გაიფიქრებ, რატომ არიან ისინი შეზღუდულები თავიანთ ცნობიერებაში, რატომ გაყო ეს ბუნებამ მათში და შენში ის ვითარება, საიდანაც მათზე მეტი საფიქრალი დაგიმატა და მათზე ცოტა სიხარული დაგიტოვა. ისინი, თავიანთ პატარა წვრილმანებში პოულობენ ბედნიერებას, შენ კი ეს უმნიშვნელოდ და ერთჯერად სიამოვნებად გეჩვენება, სადაც გინდა ფეხი ერთხელ შედგა და მალევე წარსულს მიაბარო ახალი თავგადასავლის ძიებაში. ისინი, შენს წარმოდგენაში გაუყვებიან ამ მდინარეს, რომელიც შენთვის მეტისმეტად ვიწროა და ყოველთვის ზღვაში გიწევს დარჩენა. ამას შენ არ ირჩევ, თითქოს ეს უკვე შენს მაგივრად აირჩიეს და შენ მხოლოდ მითითებებს ასრულებ, რომლის გარეშეც გერქმეოდა მკვდარი ადამიანი. შენ არ შეგიძლია იცხოვრო როგორც სხვებმა, მხოლოდ შეგიძლია მათში იყო და ფურცლებში აქციო მათი გამჭვირვალე ცხოვრება რაიმე, მართლა ღირებულად. ისინი ამას მაინც ვერ ამოიცნობენ, მხოლოდ ისეთ მონაკვეთებზე შეაჩერებენ ყურადღებას, სადაც შეეძლოთ წარსულში გაეუმჯობესებინათ საკუთარი თავი.
კომენტარები (0)