სიმშვენიერე

მიდიოდა, თუ ამას ჰქვია ადამიანური მოძრაობა. გამოკვეთილი იყო მის ფონზე, ძნელად აღქმადი კადრი და ამავე დროს სამარადისოდ ჩასაბეჭდი გონების მიღმა განსაკუთრებულ ადგილზე შესავსები, უზადო ქმნილება. მან შეძლო ჩემი დამარცხება და არა მარტო ჩემი, ის იყო იშვიათი მოვლენა, რომელსაც ერთდროულად გაოცება და აფორიაქება მოაქვს, ბოლო ეტაპზე კი განაზებულ შიშად გარდაიქმნება მისი დაკარგვისა. ადამიანის მოხიბვლის თანდაყოლილი თვისებაა და ვერასოდეს გაექცევი დაწერილს. როდესაც ხედავ, თუ როგორ იპარება მისი სხეულის ელეგანტური მოძრაობის ეშხი შენში და ერთხანს ადგილზე გაჩერებს შეუტოკებლად. ის არის შენი პირველი წაგებ-მოგების მათრახი, როდესაც ორივე ემოცია ერთმანეთს ეჯახება შენში და გინდა შემოიფარგლო გიჟური მანერებით, ან უკვე ადამიანურობა გადაგავიწყდა. მისი თითოეული ნაბიჯი გადადგმული შენგან შორს, უტოლდება გულის აჩქარების ყოველ ბიძგს, რომელიც ფიქრით გტოვებს სასიკვდილოდ და გინდა გაყვე უკან, რომ იცოცხლო მეტ ხანს. ეს დანახული არის, ოსტატი ხელოვნის მიერ ფაქიზად ჩაქსოვილი, თავის ნამუშევარში ბოლო სევდიანი დასასრული, სადაც ის სრულყოფილი ქალი მხოლოდ შემქმნელს რჩება და არავინ სხვას.
კომენტარები (0)