ძაღლი

იმყოფებოდა იქ სადაც იგი დატოვეს, ცქმუტავდა, ნერვიულად გარშემო აქეთ იქით იხედებოდა და ელოდებოდა ადამიანს. წამიერად დაწვებოდა, თავს დადებდა საკუთარ თათებზე, მაგრამ მოსვენებას ვერ ეძლეოდა, მის სურვილს მოლოდინები აჭარბებდნენ და თვალებს ვერ ხუჭავდა. ხალხი, მიმოდიოდა მის გარშემო ერთი მეორეზე, მაგრამ ის არ ჩანდა ვის გამოც ის განცდება აიყოლიეს. ხალხში მიმსგავსებული სილუეტები გამოანათებდნენ ძაღლის თვალთახედვაში, მისი დამტოვებლის სახით და ისიც მოძალებული იმედებით გაიხედავდა მათკენ, მაგრამ მოწყენილად უბრუნდებოდნენ, მისი ჩამქვრალი თვალები საწყის პოზიციას. მასში, გამოსჭყიოდა აღმზრდელის დანატოვარი ცხოვრება, რომლითაც ეტყობოდა ადამიანური თვისებების ნაკადი: განცდა, სურვილი, მოლოდინი, იმედი, მწუხარება, რასაც ის განასახიერებდა მის გარეშე. თვლიდა რომ ეს მისი მოვალეობა იყო და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, არ გადაეხვია, რაც ხშირია ადამიანებში. ის იქ ელოდა, სანამ არ მოვიდა ხალხი ძაღლთა უპატრონო თავშესაფრიდან და წაიყვანეს ნაძალადევად. რამდენადაც პატრონმა დატოვა ეს ქვეყანა ორი წლის წინ იმავე ადგილზე, სადაც ძაღლი ატარებდა ულევ დროს, მის ერთხელაც დაბრუნებაში.
კომენტარები (0)