როცა ღამდება

შენ თავს კარგავ, გეძალება ფიქრები, რომელთაც კონკრეტული დანიშნულება არ გააჩნიათ და მხოლოდ სიამოვნებისაკენ მიისწრაფვიან, რევენ გონებას, მიჰყვებიან ბილიკს გარშემორტყმული ყვავილებით და თითქოს გეძახიან შორიდან აქეთ! აქეთ! ცოდვილო იქნებ ეხლა მაინც გაგიმართლოს. თანაც წევხარ და ეს შენს მოხავსულ სხეულს მეტ გამბედაობას სძენს, დაარღვიო შენში მორალური კანონი, მიეცე სურვილთა უხილავ ძალას. გიბიძგებენ ის სულის მღრღნელი არსებები ღამის წყვდიადიდან, ვინებსაც სურდათ ოდესღაც გაგეკეთებინა თავზეხელაღებული ქმედება, რომ მათ დამსგავსებოდი. იმ ყოვლად ამორალურ არსებებს, დღენიადაგ რომ სძინავთ შენში ყრუდ. მაგრამ იღვიძებენ ღამით და გიწევს ჩაება მათ გამოგონილ თამაშში, რომელსაც სინათლე არსაიდან არ აბადია. მხოლოდ გულის სიბრმავეა და შენში აღვიძებენ, მტაცებელი ცხოველის ინსტიქტებს სხვისი დამორჩილების, სხვაზე ბატონობის, ველურდები შემოწოლილი ჩაუმქვრალი გრძნობის უკან. შენ იმაზე ფიქრს ვერ ეშვები თუ როგორი მიმზიდველია იმწუთას მისი სხეული, ვინც სხვა ყველაფერი დაგავიწყა გარდა მისი თავისა. ყოველი სხეულის ნაწილი გეჩვენება იდეალურ ფენომენად, რისი შეხებაც ფიქრით ერთდროულად გწვავს და გსიამოვნებს, არ გიშვებს, ის ხომ შეფარვით მბრძანებლობს შენზე და თავს გაჩვენებს, რომ შენ ხარ მისი ბატონ-პატრონი. რაც გამწყვდევს სიამოვნებისაგან გამოკეტილთა საკანში და ერთ შანს გაძლევს თავი დააღწიო ამ ყველაფერს, ძილით! გაღვიძებისას კი გაიფიქრებ, ღამით ეს მართლაც მე ვიყავი ?