მისი სახე

წარსულს არასოდეს ჩაბარდება, ის ხომ შენს ცხოვრებაში იყო რაღაც არნახული და ამავდროულად შენი გრძნობის წამში დამპყრობელი. ის მიმიკა, რომელმაც გძლია გაყინულიყავი ადგილზე დაუღალავი ყურებით და იმ შემავალი შენში ენერგიით, რაც მარადიულად არ გათავდება თუ ის შენს წინაშე იდგება. ის არის შენი სხვა ყველა გრძნობის გამყინავი, ერთის გარდა სახელად - „უყოყმანო სიყვარულის“ სადაც შენ სრული თავისუფლებით შეგიძლია განაცხადო, რომ ის იპოვე ვისთვისაც მოევლინე ამქვეყნად. ის ღიმილი, რაც გახსენებს მხოლოდ კარგი მოგონებების შეფუთვას, რამდენადაც არ შეიძლება ისე ლამაზად გამოსდიოდეს, რომ არ ჰქონდეს ანგელოზისაგან მოპარული. მისი თვალები კი ანათებდნენ, როგორც ახლად ამოსული მთვარე ღამის წყვდიადზე. რითიც ყოველთვის დაუნაყრებელი რჩები და არ გეშვება ფიქრი თუ ოდესმე მოგბეზრდება, მისი ჭვრეტა. ეწირები ცხოვრებას და მისი სახე შენში უსასრულოდ რჩება, ყოველი მოგონება პირვანდელ გრძნობას უბრუნდება, რითაც ის უკვდავია.