ფოთოლი

ტრიალებს, მოწყვეტილი ხის ტოტიდან ძლიერი ქარის გაკვრით, რომელსაც ხე წინ ვეღარ აღუდგა და იძულებულია სეზონს დანებდეს დაუსრულებელი ჭირვეულობით. რაშიც ის სავსე იყო, ლამაზად თრთოდა, გარშემო გამვლელებს თავისი სრულფასოვნების წამებს ჩუქნიდა, ბუნებრივი მომხიბვლელობის ნიადაგზე. სადაც ადამიანი შეიძლება დიდხანს გაშტერდეს მისი შემხედვარე, ჩაიკეტოს თავის დაუცლელ ფიქრებში. ეს ხომ გავს, სამეჯლისო ცეკვაზე გაწვეულ ქალს, როდესაც შენ მის ხელს იღებ და თითებს ერთმანეთში აცურებთ მედგრად. შემდგომ იტაცებ, როგორც ქარი ფოთოლს, ატრიალებ სანამ გრძნობებით თავბრუსხვევა არ დაეწყება და ენერგია გამოეცლება იქამდე ებრძვი მეტოქეების გუნდს. როდესაც ყველას ყურადღება წამოენთება შენსკენ, მხოლოდ გამოხედვებით და ფიქრებით, ისინი გადაგორდებიან ოცნებებში, შენ კი დარჩები გამარჯვებული.
კომენტარები (0)