მორცხვი

იყო გოგო, რომელსაც არ ჰქონდა შეცნობილი საზოგადოებას მიტკეპნილი ადამიანები. ისინი არ იწვევდნენ მასში იმ ინტერესს, რაც შეიძლება აისახოს მეცნიერის გულში, ვინც პირადი ინტერესისათვის ყველაფერს გასცემს იმ კითხვაზე პასუხის გასაგონად, რაც დღე და ღამე მის გონებას აფრთხობდა სიმშვიდისაგან. მასში ცნობისმოყვარეობა, ხანდახან ღრუბლებსაც გადაახტებოდა, მაგრამ ჩვეული კომფორტის შიში ისევ ხმელეთზე დაუშვებდა და მიწასაც დააყრიდა მის ფაქიზ ოცნებებს, რომელნიც მისი ჩანჩქერივით მჩქეფარე გონებიდან მოედინებოდა და არასოდეს შრებოდა. მხოლოდ შეშფოთება თუ შეუცვლიდა გეზს და ისიც სხვა მხრივ გადაასველებდა. ის საერთოდაც, სულიერი მარწუხებიდან ბავშვსაც მოგაგონებდათ, ვინც ჯიუტობით არ მოასვენებდა ერთხანს ადამიანებს, მაგრამ მალევე მიენდობოდა მათ, თუ გამოავლენდნენ მის მიმართ განსხვავებულ, გულწრფელ ხასიათს. არასოდეს საჯაროდ, არ აგრძნობინებდა ვინმეს, რომ ცუდად იყო ან უკმაყოფილო, მხოლოდ თავის ჩრდილ ქვეშ ტკეპნიდა, სხვის გახუნებულ აზრებს და არაფრად იხსნებოდა მათ წინაშე, ვინც ის არასწორად შეიცნო. არ სურდა მას, ერთ ადგილზე ყოფნა, უნდოდა ახალ საფეხურებზე სვლა და ამისათვის მუდამ, იბრძოდა საკუთარ ემოციებთან, განუწყვეტლივ საყვედურობდა შინაგან ამოუცნობ ხმას, ვინც ემოციებს თოკით ბოჭავდა. დიახაც! ის განსაკუთრებით ლამაზი იყო თავისი მიუკარებლობით, განზე დგომით და ადამიანების მწვავე წერტილს ხვდებოდა, როდესაც აკრძალვები გინდა დაარღვიო და მეტად მიუახლოვდე, რომ დაისაჯო იმისთვის, თუ რაოდენ მისმა გამოუცოცხლებელმა ემოციებმა იფეთქა შენში და აგიყოლია, სხვათა ფონზე საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებით.
კომენტარები (0)