0

ტალავარი


__________
ნეტავი ერთხელ მთის ტალავარით,
ხევსურთა მთები გადამატარა,
შატილ-არდოტდა გადასავალი,
ლექსების მღერით შემომატარა.
ტალავარს უნდა ჯვარი შვენდეს,
და ლექსებს კიდევ ხმანი მაღალი,
მთის ლექსებს ჯერაც, ჯერაც არა ჰყავთ,
სხვა მათნაირი ოქროს ბადალი,
ბალალაიკის მთის მოტივებზე,
სიპის ქვა იყოს ჩემი კალამი,
და ჩემი გზებით მთების სოფლებში,
ხევები იყოს ღამით მავალი,
წვიმიან მინდვრებს, ცხვართა საძოვრებს,
ბალახი შვენის ძალზედ მრავალი,
ნეტავი ერთხელ ჩამაცვა ტანზე,
ხევსურთა მთების, მთის ტალავარი.
__________
გიორგი ზუბიტაშვილი
27.05.2018/10:46
კომენტარები (0)