0

გამომშვიდობება ცაცხვის ფოთოლთან


_________                                                                                                                                                            ცაცხვის ფოთოლო, ასე რად მიცქერ,                                                                                                                      მაგ დასაწვავი ცოდვის თვალებით?                                                                                                                                   მეც მეცოდები, რომ შემოდგომამ,                                                                                                           დაგამწუხრა შენ განაწამები.                                                                                                                                          ცაცხვის ფოთოლო, ო, სევდიანო,                                                                                                                        რად გეშინია ნიავ-ქარების?!                                                                                                                    ჰე, შემოდგომის ნადედოფლარო,                                                                                                               რამე მითხარი, ნუ დამზარდები.                                                                                                                     ახლა მეც გიცქერ ხათრით და დარდით,                                                                                              სინანულითა და დანანებით,                                                                                                                  შეგნიშნე თვალზე ნოემბრის ჯანღი,                                                                                                               ხვალ ვეღარ გნახავ, ვერც დალანდებით,                                                                                   ცაცხვის ფოთოლო, მიყურე  დიდხანს,                                                                                                               მაგ დასაწვავი ცრემლიანებით,                                                                                                    დამიმახსოვრებ პოეტთა გრიგალს                                                                                                                   და გაზაფხულზე შეგიყვარდები.                                                                                                                      __________                                                                                                                                                      გიორგი ზუბიტაშვილი / მთის პოეტი                                                                                                                                     2019
კომენტარები (0)