0

კლდეზე ყვავილი


__________
ჩემთან ნუ გალობ ტკბილო ბულბულო,
ჩემზე სამღერი უკვე იმღერე,
მე მინდა დარი გადამეხუროს,
რადგან ავდარი ბევრჯერ ვიგემე.
ყვავილს უამბობს სხვა მხარის ამბავს,
ღრუბლები მთიდან როს გადმოიფრენს,
ისიც ჩამოჰყრის ნამიან ოქროს
და ლურჯ ყვავილსაც სულ დაასველებს.
მოვინახულო მინდა ქვეყანა,
მოვკრიფო ლექსი მთებში ისევე,
მოვინახულო კოხტა, პატარა,
ხიდი რომლითაც გავინაპირე.
კლდეზე ამოსულ ლურჯთვალა ყვავილს,
კლდიდან მომწყდარი ქვა არ ასვენებს,
მალე ნიადაგს ისიც დაკარგავს,
მერე ცხოვრებას გაიადვილებს.
__________
/გიორგი ზუბიტაშვილი/
14.06.2018/13:03
კომენტარები (0)