0

ისევ მარტო ვარ


__________
ისევ მარტო ვარ, ჩემს ლექსებთან ბედის ამარა,
როგორც სისხამზე ამოსული ვარდის კოკორი,
უსიტყვო გავხდი თუმცა ლექსმა გამათამამა,
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი დარდის არ ვარ მომყოლი.
არ მინდა ვიქცე მოგონებად ვინმეს სატანჯოდ,
არც მინდა ვინმემ მომიგონოს ძალზედ ალერსით,
მე დავინახავ ბუნების თვალით ლამაზ სამყაროს,
რადგან ჩემს თვალში სამყაროა ძალზედ შავ-თეთრი.
მერე და რა სჯობს განათებულ ტყეებს და ღრეებს,
როგორ გავცვითო ჩემი სიტყვა დარდს და წუხილზე,
ისედაც ვიცი, რომ მწვანე ტყეც სულ სხვა ფრად მოჩანს,
და ის ხეებიც სხვას ამბობენ ამ ჩემს დუმილზე.
ნუ იტყვით იმას რომ ჩემი თავის ვარ მატყუარა,
იქნება ჯობდა რომ ჩემს თავზე მეწერა მეტი,
ისევ მარტო ვარ,  ჩემს ლექსებთან ბედის ამარა,
როგორც ჭალებზე მოდუდუნე ქარი თავხედი.
ისევ მარტო ვარ ჩემს ლექსებთან ბედის ამარა,
როგორც სისხამზე ამოსული ვარდის კოკორი,
უსიტყვო გავხდი თუმცა ლექსმა გამათამამა,
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი დარდის არ ვარ მომყოლი.
__________
გიორგი ზუბიტაშვილი 
26.06.2018/15:04
კომენტარები (0)