0

მთებმა რომ ერთად შემოჰკრან ზარი


__________
მთებმა რომ ერთად შემოჰკრან ზარი,
ნამი აჰყარონ მთათა ხეობებს,
მწვერვალზე მდგარმა წიფლის ხეებმა,
ჯვარი დასწერონ მეწყვილე ორბებს…
კარგი იქნება, მზისა ძმობილო,
მზეს რომ სთხოვო და დილაც მზეობდეს,
რომ შენი ტოტის ჩრდილში გაზრდილი,
მეცხვარე ბიჭი შენთან ღრეობდეს.
მოგიალერსებს მთებზე სიმღერა,
მეცხვარე ბიჭის სევდიან ხმაზე,
ჰაი, რცხილაო, მთებში ნაზარდო,
მთანი მაშინ კი დაჰკრავენ ზარებს.
__________
გიორგი ზუბიტაშვილი0
25.05.2018/11:40
კომენტარები (0)