0

ფაფახს


__________
შენზე ვღიღინებ ფანდურით,
ჩემო ლამაზო, ამაყო,
როგორ გიხდება დუმილი,
ასე  ძლიერ რომ დამათრო,
არ გიგემია შენ თოვლი,
არც წვიმა, მაინც თამადობ,
როგორ შეგამკო ძლიერად,
ჭაღარა მთების სადარო,
ძლიერ გიხდება ცვარ-ნამი,
ჰე,  მთის და ბარის ავდარო,
კოხტად ჩაგაქსოვ ჩემს ლექსებს,
ამ გულის ფიცხო წამალო,
იმედი მაქვს,  რომ გიყვარვარ,
გიყვარვარ ოქროვ  დ  ა განძო,
სალამურის და მეცხვარის,
პოეტის თეთრო ფაფახო.
__________
გიორგი ზუბიტაშვილი
02.04.2018/22:43
კომენტარები (0)