0

პოეტური ნათლობის დილა


_________                                                                                                                                  ტიროდა დუდუკი, მზის მოსვლას მამცნობდა,                                                                                            სალამურს უკრავდნენ ლურჯ მთებზე მწყემსები,                                                                         დედოფლებს ეწადათ ჩემი გაცნობა,                                                                                                    ჩემი დედოფლები გახლდნენ ლექსები,                                                                                                           ეცვათ კაბები და ფატებს იწეწავდნენ,                                                                                                      ციდან ეშვებოდნენ როგორაც ღმერთები,                                                                                                                დავერცხლილ ფრთიანებს საოცრად იკეცავდნენ,                                                                      სიზმარი იყო თუ რა იყო ვერ ვხვდები.                                                                                გვანდნენ იასამნებს თეთრა კაბიანებს,                                                                                                          თითქოს პოეზიის გახლდათ ქორწილი,                                                                                               მოფრინდნენ ჩემთან და მითხრეს, ვაგვიანებთ,                                                                               დროა შეგკაზმოთ პოეტთა ბორკილით.                                                                                             შემიპყრეს უნებლიედ ცათა დედოფლებმა,                                                                                                  ცხრა ქალმა ჩემს გარშემო ჩააბა ფერხული,                                                                              რითმები მომაყარეს ქალთა ლამაზ ფრთებმა,                                                                                   არ მახსოვს მგონი იდგა მწვანე გაზაფხული,                                                                    მღეროდნენ უცნაურად, მღეროდნენ ზეციურად,                                                                  მწყემსებმა გააჩუმეს მათ ხმაზე სალამური,                                                                                       თვალს ვერ ვარიდებდი თითქოს და მიხაროდა,                                                                         რადგან თვალწინ მედგა სურათი არნახული.                                                                                 ნიავი ყოჩივარდებს თავზე ატყდებოდა,                                                                                              მზე იდგა ცივის ქედზე, როგორც დედოფალი,                                                                                       არც ერთი ყვავილი არაფრით არ ტყდებოდა,                                                                                        ჩემს თავზე რაც ხდებოდა, იყო საოცარი.                                                                                             გალობდნენ ლექსის ენით ჩემი დედოფლები,                                                          მინდვრები ცეკვავდნენ ნარნარს და საბიბინოს,                                                                        კვდებოდნენ იმ დილას ჩემში დემონები,                                                                                   მთები მღეროდნენ მაყრულს და საღიღინოს.                                                                             მომნათლეს დედოფლებმა მე მთების პოეტად,                                                                     მთებზე მიმაჯაჭვეს როგორც ამირანი,                                                                                                   ლექსი დამაყარეს ჟამად და ხოლერად,                                                                                                   თანაც დამიბარეს, შენზე ახი არი.                                                                                                    მთის ბილიკებზე გამოჩნდნენ ცხენოსანნი,                                                      მწვერვალებიდან მოჰქროდნენ ნელ-ნელა,                                                                                      მოვიდნენ, მიწოდეს ლექსის ხელოსანი,                                                                                             რა მეთქვა, ეს საქმე ძალიან მეძნელა.                                                                                                     ცხრა ვაჟმა, ცხრა ქალმა მომნათლა პოეტად,                                                                                ნათლობას ესწრებოდნენ ნაცნობი მწყემსები,                                                                      მომნათლეს ლექსების, რითმების მქსოველად,                                                                       სიზმარი იყო თუ რა იყო ვერ ვხვდები.                                                                                  მომართვეს საჩუქრად ჩანგი და ფანდური,                                                                              მთასთან გააბეს სიმები საამოდ,                                                                                                       მომართვეს კალამი, გუთანი კახური,                                                                                                          რათა სალექსო დავხნა და ვაწამო.                                                                                                            კვალში ჩამაყენეს, ვით ნორჩი გლეხკაცი,                                                                                 ჩელთის წყალი მასხეს მხრებზე მოსანათლად,                                                                   შემადგეს უღელი ლურჯა მერანის,                                                                                          თითქოს მზად ვიყავი ლექსის მოსამკავად.                                                                                       რა ვქნა დავათრევ სამკელს და იმ გუთანს,                                                                              ცხენოსნებმა რომ პოეტ კაცს მაჩუქეს,                                                                                               რა ვუთხრა იმ პოეტს, რა ვუთხრა ისეთ კაცს,                                                                                    მამულზე დარდი, რომ წამით არ აწუხებს.                                                                          დავდივარ კვალდაკვალ თან გუთანს მივათრევ,                                                       რითმებს ვყრი კალებში და თან ველი მოსავალს,                                                                                 ვიცი რაც აქამდე პოეტად ვიარე,                                                                                                         ის გზები ააყვავებს ყვავილსაც, ეკალსაც.                                                                                 მხრებით დავათრევ ცელს სარეველის,                                                                                             ასე დამიბარეს ჩემმა ნათლიებმა,                                                                                               მოთიბე სარეველა ლექსის და მთა-ველის,                                                                                 თორემ სხვანაირად საქმე არ იქნება.                                                                                                          მთვარემაც სინათლე მაჩუქა ლალებად,                                                                                      პოეტად ნათლობის ღამით დამებედა,                                                                     სხვისთვის დაიწვიო, მითხრა, სანთელად,                                                                                            პოეტი ასე იყო, არის და იქნება.                                                                                                   დედოფლებს ეწადათ ჩემი გაცნობა,                                                                                                    ჩემი დედოფლები გახლდნენ ლექსები,                                                                                           ტიროდა დუდუკი, მზის მოსვლას მამცნობდა,                                                                                            სალამურს უკრავდნენ ლურჯ მთებზე მწყემსები.                                                                                            __________                                                                                                                                                                               გიორგი ზუბიტაშვილი                                                                                                                   19.01.2020/20:47
კომენტარები (0)