0

პოეზიის მთამსვლელი


_____________                                                                                                                                                     შენც ვერ გამათბე ფიფქო თოვლისავ,                                                                                                                                                                      ვერც მზემ გამათბო ლოდად გქცეული,                                                                                                                                                                    მაშ, პოეზიავ, შენი ბრალია,                                                                                                                                                                                           რომ დავწანწალებ კვალარეული.                                                                                                                                                 ვერც თქვენ გამათბეთ ლამპიონებო,                                                                                                                        ვერც შენ, გულის თქმავ, ჩემის მწუხრისავ,                                                                                                                                              თქვენ ხომ პოეტი გულქვეშ დამალეთ,                                                                                                                                             ნუთუ დაკარგეთ, ნუთუ გეღირსათ.                                                                                                                                                               ჩანთა ჩამოხსნილ ცხოვრებას მივდევ,                                                                                                                                         მხოლოდ ხურჯინი დამაქვს ლექსისა,                                                                                                    „მაშ, გამარჯობა, ჩემო სიცოცხლევ!“                                                                                                                                                                              მთებო, ერთიც ვთქვათ ლოცვა ღმერთისა.                                                                                                                                 ფეხდაბორკილი მთებისკენ მივალ,                                                                                                                                                                                                                                                     ხელდაბორკილი კლდეს ვერკინები,                                                                                                                                                                                                              მაშ, გამარჯობა, ცის კიდევ, ღიავ,                                                                                                                                             შენს სიღრმეებში დავენისლები.                                                                                                                                            მუზა მუზაა და ჩემგან შორს დგას,                                                                                                                                       თუმცა მიწამებს გულის იარებს,                                                                                                                                                ვფიქრობ იმასაც, რომ აღარ მოვა,                                                                                                                                          ან მოვა მაგრამ დააგვიანებს.                                                                                                                                                                                                                                                    იქნებ ღირსი ვარ და მე ცოდვილმა,                                                                                                                               ჩემი ღაღადით ეშმა შევცვალე,                                                                                                         მუზა იძახის, ბრძენო, მოვდივარ,                                                                                                                                მე ვეუბნები, დააგვიანე!                                                                                                                                                      გაფრინდი მუზავ, ჩემთან რა გინდა,                                                                                                                                                                                              რომელი შენი სწორფერი მნახე,                                                                                                                                      სულ ნუღა მოხვალ აქ, ჩემდა ჭირად,                                                                                                                                           ჩემი დაცემის ხარ მოზიარე.                                                                                                                                               __________                                                                                                                                                                                           გიორგი ზუბიტაშვილი/მთის პოეტი                                                                                                                                                                                                               13.02.2020/01:39
კომენტარები (0)