0

დამელოდე


_________                                                                                                                                                   დამელოდე გთხოვ, ნუ მიდიხარ რაა...                                                                                                                                            უშენობა მგმობს, მატირებს და მკლავს...                                                                                                                                     დამელოდე გთხოვ, ნუ გაყვები სხვას,                                                                                                                                                               ნოსტალგია მფლობს, ვერ ვაჩერებ ქარს.                                                                                                                                                                           ფეხშიშველი შორს, ზღვასთან ტოვებ კვალს,                                                                                                                               სხვას არაფერს გთხოვ, დამელოდე რაა...                                                                                                                                        იასამნის რტოს, იისფერს და მკრთალს,                                                                                                                                   სურნელებას ვთხოვ, შეგაჩეროს წამს...                                                                                                                                                         ნუ გაყვები შორს, ამ მოლურჯო ზღვას,                                                                                                                                                  არ წვიმს და არც თოვს, არც მზე მათბობს გვამს.                                                                                                                                    მაგრამ მაინც გთხოვ, ნუ მიდიხარ რაა...                                                                                                                                                            უშენობა მგმობს, მატირებს და მკლავს.                                                                                                                                                                 მაგრამ მაინც მთმობ, მაინც მიყვარხარ.                                                                                                                                       აკაციის ქოხს, პალმებიან პლაჟს,                                                                                                                                                            ახსოვთ რაც ახსოვთ, არ ამხელენ არ...                                                                                                                                                         უკრავენ ტანგოს, ლამბადას და ვალსს,                                                                                                                                     მიდიხარ და მთმობ, მიდიხარ და მკლავ.                                                                                                                                 დამელოდე გთხოვ, არ წახვიდე რაა...                                                                                                                                            უშენობა მგმობს, მატირებს და მკლავს...                                                                                                                                       __________                                                                                                                                                                                               გიორგი ზუბიტაშვილი                                                                                                                          24.02.2020/12:48
კომენტარები (0)