0

პორტრეტული პეიზაჟი


__________                                                                                                                                                                                                                                    მზე ჩადის, მთაზე ბზინავს არღევანი,                                                                                                                                                       ქალი შროშანებთან მზის ჩასვლას უცქერს,                                                                                                ჩადის მარტოსულად სხივთა შადრევანი,                                                                                                                                               ქალი სხივთა ჩასვლას ცრემლიან ხელს უქნევს...                                                                                                                                                                                                                                                                     ცაზე ლივლივებენ თეთრი არწივები,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             ფრთებით მთვარეს ზიდენ, ოი, რა საოცრად,                                                                                                                                                                                                       მთვარემ გაუნათა ქალას ლავიწები,                                                                                                                                                     ღამე მისი ხილვით ჩემსავით გაოცდა.                                                                                                                                                                                                                                იჯდა შროშანებთან ქალი, მზის ამქარი,                                                                                                                                                                                      ზღვებს შავი ტალღები მიჰქონდათ-მოჰქონდათ,                                                                                                                                                                   მთებზე დაძრწოდა შროშანთ თვის ქარ-ქარი,                                                                                                                              ქარებს ქალისათვის წერილი მოჰქონდათ...                                                                                                                                                    იჯდა დიდხანს ქალი, შროშანოსანი,                                                                                                                                                                              გაბადრულ მთვარესთან დნებოდა, დნებოდა,                                                                                                                                                            დუმდა ცა, ზეცა ორსახოვანი,                                                                                                                                                                                                      იჯდა არქადანი, მელოდა, მელოდა...                                                                                                                                            ხელთუქმნელ პეიზაჟს თელის ხე ამკობდა,                                                                                                                                                                                სურნელი დაჰქროდა თმების და ყვავილების,                                                                                                                                                       ღამე ქალის ხილვით ჩემსავით გაოცდა,                                                                                                                                                                   მთვარემ გაუნათა ქალას ლავიწები.                                                                                                                                                __________                                                                                                                                                                                                                                 გიორგი ზუბიტაშვილი / მთის პოეტი                                                                                                                                                 23.02.2020/18:29
კომენტარები (0)