0

დაცემული მზის ჩრდილებიდან


__________                                                                                                                                                   თენდება ნელ-ნელ, მზე ამოდის აკაციებში,                                                                                                                                          ცრემლად ჩამოღვრილ ნამის წვეთებს იხდენს ჩადუნა,                                                                                                                     ვლიე ცხოვრება სალექსოთა დასალიერში,                                                                                                                                              ბედმა პოეტის, პოეტური გზები მარგუნა.                                                                                                                           თენდება ნელ-ნელ, ქრება ჩელთში ცისკრის ვარსკვლავი,                                                                                                                                             ჯუჯა ჯაგნარებს ფოთოლცვენა მოუპარიათ,                                                                                                            ჩელთის ნაპირზე მოჩანს ხორბლის მძიმე თავთავი,                                                                                                                ასკილის სურნელს ჩემთან მოსვლა მოუხარია.                                                                                                                ცვრიან ბალახებს ფეხს ვარიდებ, არ მემეტება...                                                                                                                               ნაბიჯებს დავლილს სააისო დაეცათ სხივი,                                                                                                                                                წმინდა ნაჟურს ვსვამ - სამშობლოს რძე არ შემერგება,                                                                                                                                      იარაღაყრილ ჩოხის კალთებს მწარედ დავტირი.                                                                                                                   ვაი, სამშობლოვ! რა უბრალოდ თენდება ხევში,                                                                                                                          ის შენს დაცემას ეგუება, ვითომ და ვითომ?!                                                                                                                            მორთულა ქალად ვით ასული სალხინობელში,                                                                                                                         ყვავილთ ნაწნავი შეურხია დაღესტნის სიომ.                                                                                                                  იქნებ გგლოვობს და გამოეწყო თეთრ სუდარაში,                                                                                                                                და თაიგულად შემოისხა მკერდზე გვიმრები,                                                                                                                                               თენდება ნელ-ნელ, სამშობლოს მზე გვიწევს აკვანში,                                                                                             თუ სასახლეა, თვალარეულს ვერაფერს ვხვდები.                                                                                                          კლდე თიხიანთან მგლოვიარე ყვავის მაყვალი,                                                                                                                        მაყვალს შევბედე, შევეკითხე რა ატირებდა...                                                                                                                                      ყველა და ყველა, საქართველოვ, შენს მზეს დაჰხარის,                                                                                                                                             არვის ეგონა ის ოდესმე თუ დაგვტოვებდა.                                                                                                    ცვრიან ბალახებს ფეხს ვარიდებ, არ მემეტება...                                                                                                                               ნაბიჯებს დავლილს სააისო დაეცათ სხივი,                                                                                                                                                წმინდა ნაჟურს ვსვამ - სამშობლოს რძე არ შემერგება,                                                                                                                                      იარაღაყრილ ჩოხის კალთებს მწარედ დავტირი.                                                                                                                                                       __________                                                                                                                                                                                                               გიორგი ზუბიტაშვილი / მთის პოეტი                                                                                                                                                                       27.02.2020/22:16
კომენტარები (0)