სააღდგომო უბანი

ჩემს სოფელში აღდგომის დღეები ძალიან განსაკუთრებულია სხვა დღეებთან განსხვავებით, შილდაში და კერძოდ ტურისციხეში ჟრიამული და პასკის ტკბილი სურნელი ტრიალებს, ეს ხომ წელიწადში ერთხელ ხდება ამიტომაც ახმაურდება ხოლმე უბანი, წელსაც 2018 წლის აღდგომას დიდი ჟრიამულით დავხვდით შილდელები. აქ ასეა, წითელი პარასკევის დილით უკვე გაისმის მეზობლების ძახილი ერთმანეთთან ალბათ ძალიან სასაცილოა მაგრამ იმიტომ იძახიან რომ გაიგონ აქვთ თუ არა კვერცხის შესაღები მასალა, ენდრო ან ხახვის კანი, ანუ კახურად ნაბურჭყალი, თუ მეზობელს ენდრო ან ნაბურჭყალი აღმოაჩნდება სახში მოძახილი მეზობელი სთხოვს მას რადგან მანაც შეღებოს სააღდგომო კვერცხები, ხშირად უბანში ასეთი მასალა ორი ან სამი ქვაბი თუ იშოვება ამიტომაც ეს ქვაბები ოჯახიდან ოჯახში რიგ-რიგობით გადადის, წელსაც ტრადიციულად ასე იყო, ჩვენთანაც დაიძახა მეზობელმა.

-მაია! დედას ეძახოდნენ მეც შორი ახლოს ვიყავი და მათ საუბარს ყური მოვკარი,                                                                                            
-რა 
არის ზოი! 
-ეე კვერცხები შეღებე? დედაჩემი დილით ადრე ამდგარიყო სააღდგომო კვერცხები და პასკის ცომი მოემზადებინა,ამიტომ მეზობლისთვის საჭირო მასალა გვეშოვებოდა, დედამ უთხრა, 
-ხოო ზოი შევღებე, 
-მაიტა თუ შესაღები გაქ ქვაბი მათხოვე, 
-კი მაქვს მაგრამ შეიძლება კიდევ შევღებო თუ გინდა წაიღე და მერე ისევ გამომიტანე. ამ საუბარში კახური ჭორაობაც ჩამოვარდა მე მათთვის აღარ დამიგდია ყური. პასკის ცომი რომ გაფუვდა გამოსაცხობი ფორმები დაგვჭირდა, ეს ფორმები დედას ბებოსთან ეგულებოდა ამიტომაც ჩემს ძმას დაუძახა.

-ნიკა!

-რაა დე? 
-მიდი მარინესიდან პასკის ფორმები ჩამომიტანე, 
ნიკამ შეწუხებული ხმით უთხრა,

-ჯერ არ გამოაცხობდა, 
-მიდი გამოაცხობდა ჩამომიტანე უკვე აფუვდა ცომი, 
-აუუ მეზარება გიო გაგზავნე,, 
-ვერაფერში გამოგიყენებთ კაცი, 
-კაი წავალ, წავალ. მერე რამოდენიმე ფორმა ჩამოიტანა ნიკამ, ხუთი ბებოსი იყო ხუთი კი მეზობლის,, დედამ რომ ფორმებში ცომის ჩადება დაიწყო ამასობაში ისევ დაიძახა მეზობელმა, არ ვიცი რატომ მაგრამ ისიც პასკის ფორმებზე ეუბნებოდა დედას. მერე? მერე დაღამდა და უბანი აღდგომის დილისთვის მოემზადა.
კომენტარები (0)