არქადანი

როდესაც მზე გალურჯდება ყვავილთა სამეფო დედამიწას დაუბრუნდება,                                                                                         ეს წინასწარმეტყველებაა რომელიც განდეგილმა, ბუნებისა და ადამიანის მოყვარულმა წინასწარმეტყველმა არქადანმა იწინასწარმეტყველა, ის თავის ხილვებს ფურცლებზე ჩანაწერების სახით ინახავდა და ყოველ სავსე მთვარობას მის ყოველივე ხილვას ხმამაღლა კითხულობდა, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ      ადამიანის გარდა ყველა სულიერს თუ უსულს ესმოდა არქადანის ღაღადი,                                                                                                                   არქადანი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს:                                                                                                                                                    _ ბუნება ყველაფერია, ადამიანიც ბუნებაა მაგრამ თვითონ ადამიანი არ მოისურვაებს ბუნებასთან კავშირს და განერიდება მას.                                                                                                 ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზია ყვავილთა სამეფოს დაკარგვისა, რომელზეც ძალიან წუხდა არქადანი.                                                                                                                                                             თვითონ არქადანი უმშვენიერესი ასული იყო, მისი უიშვიათესი ნიჭის გამო განერიდა ხალხს, ქალაქს და საყვარელ ადამიანებს რადგან ის გრძნობდა რომ მას ორი სალი კლდის ძირას ჩანჩქერებითა და მწვანე ტყეებით შემოსილ ადგილას უნდა დაედო ბინა, ასეც მოიქცა სრულიად ფეხშიშველი გაემართა საცხოვრებლის საძებნელად. გზად ყველას და ყველაფერს სალამს ეუბნებოდა ჩიტებიც რიდიანად უბრუნებდნდნ პასუხს.                                                                                                                                 _ სად მიდიხარ არქადანო, ჩვენო მშველელო, ჩვენო გულის გამხარებელო, მხოლოდ შენ დაგვრჩი ადამანთაგან ვისაც ჩვენი ესმის და ვისაც ჩვენი გულისტკივილი აწუხებს!                                                                                                                                 _ნიბლიებო, თქვენთან მოვდივარ, ჩემი გული კი სულ თქვენთან არის მაგრამ ახლა ხორციელადაც თქვენთან ვიქნები, საცხოვრებელს ვეძებ რომელიც ორი კლდის ძირას ჩანჩქერებითა და ტყითაა შემოსილი იქნება გზა მიჩვენოთ, ჩემი ხილვები გზას არ მიჩვენებს.                                                                                                                                      _ არქადანო, ეგ ადგილი ნამდვილად სამოთხეა და ღირსი ხარ შენ დაუფლო მას,                                                                                                      აი იმ მწვანე მთას ხომ ხედავ? იმ მთის იქით არის ჩანჩქერთა და კლდეთა ხეობა,                                                                                                გარშემო სულ მუხისა და თელის ხეებითაა დაფარული.                                                               -მადლობა ჩემო ნიბლიებო, სამყაროს გამლაღებლებო.                                                                   -არქადანო, იქნებ გვითხრა როდის დავიბრუნებთ ყვავილთა სამეფოს?                                                                                                          -მალე დავიბრუნებთ მალე, მჯერა ადამიანი შემობრუნდება ბუნებისკენ და ყვავილთა სამეფოც დაბრუნდება დედამიწას, მხოლოდ ადამიანის სიყვარულს  შეუძლია მზის გალურჯება, მხოლოდ ადამიანის სიყვარულს.                                                                            უყვარდათ ნიბლიებს არქადანი,  სულ ლოცვა, სიმღერით დაულოცეს გზა.                                                                                                           მიდიოდა და თან  ხელებს საოცრად აყოლებდა ყოველ გადადგმულ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა რომ ფეხშიშველი იყო და სულ დასერილი ჰქონდა ფეხები მას ღიმილი სახიდან არ მოსცილებია.                                                                                 დაღლილი არქადანი მიადგა ერთ კამკამა ხავსიან ნაჟურს,                                                                                                                    ნაჟურსაც უთხრა გამარჯობა მაგრამ ნაჟურმა ნაწყენი ხმით ჩაიბურტყუნა,                                                                                            -მოვლენ ხოლმე და სულ ამატალახებენ, ადამიანი ჩემს სატანჯველად არის გაჩენილი და ახლა სალამს მეუბნები?! თქვენს ხელში რა გამამარჯვებინებს,                                                                                         თქვენ ხომ ყველას და ყველაფერს ფეხქვეშ თელავთ?!                                                                    -ვაი რომ მართალიხარ ტკბილო ნაჟურო, ვაი რომ მართალი, არ ღირს ჩემი დასერილი ფეხისთვის შენი ამღვრევა,                                                                                                     -არა ქალბატონო, არა, მაგ ნაღვლიან სიტყვაში შეგატყე შენი დიდი ადამიანობა მე ჩემი წყალი უღირსი ადამიანებისთვის მებრალება შენ კი გამოიყენე რამდენიც გინდა, აქ ჩემს გვერდზე ბალახი რომ დგას ძალიან კარგი წამალია შენი ჭრილობებისთვის.                                                                                                                         -არა ჩემო კარგო, მაგ ლამაზ ბალახს გასანადგურებლად როგორ გავიმეტებ მხოლოდ იმისთვის რომ მე მეწამლოს? არა!                                                                              -ქალბატონო, მე შენი სახელი ვიცი, დილას ამბავი გადმოიტანეს ნიბლიებმა,                                                                                           ჩვენი არქადანი მოდისო, აბა შენ იცი არქადანო, შენი იმედი გვაქვს ამ უბედობას ჩავარდნილ უსულო კი არა სულიერ არსებებს, უსულოები ადამიანები არიან რომელსაც ცხოვრების არსი არ გააჩნიათ, ეს ჩემზე კარგად შენ იცი, ჩემგან არ გესწავლება!                                                                                                                                  -მართალს რომ ამბობთ იმიტომ ხართ დაჩაგრულები ჩემო კარგებო, უნამუსო კაცთან მეგობრობას უენო არსებებთან მეგობრობა ჯობია.                                                      დილას ჩიტებს რომ გავესაუბრე ხილვა მქონდა რომ ყვავილთა სამეფო აუცილებლად დაბრუნდება და რომ დაბრუნდება ხომ გაგიხარდება ნაჟურო?                                                                                                 -გამიხარდება? გამიხარდება რომელია იქ არის ჩემი გულის ნახევარი ერთი სული მაქვს როდის შემომეკვრებიან გარშემო ყაყაჩოები, ჩემი ნამით რომ დავბან სახეს აი მაშინ ვიქნები ბედნიერი, ახლა კი გზა დამილოცია ჩემო არქადანო, ჩვენს გულებში ჩამხედველო.    იარა არქადანმა იარა და მიადგა ზღაპრულ ადგილს ნაკადულებით, კლდეებით, ჩანჩქერებითა და ტყით ნახატ მხარეს, იქვე ერთი პატარა მდინარე შეამჩნია და მივიდა მდინარესთან, ჰკითა?                                                                                                                                   -წყნარო მდინარეო, ამ მხარის დამამშვენებელო, მწვანე ფოთლებით აღვსილო წყლის მცენარეებით მდიდარო, იქნებ მითხრა სად დავიდო ბინა რომ შენთანაც ახლო ვიყო და შენს ჭალასთანაც, იქნებ და არც ვარ ამის ღირსი,                                                                                         -ღირსი ხარ ჩემო არქადანო, ღირსი, აი ამ კლდეს ხომ ხედავ? მანდ გამოქვაბულია ბუნებამ გამოსახა ეგ უალამაზესი საცხოვრებელი, იქიდან ჩემს დანახვასაც შეძლებ და მთელ ჭალასაც ადევნებ თვალყურს, მაღლა ღრუბლებს, მთვარეს და ვარსკვლავებს მიუალერსებ, გულში კი ისევ ჩვენი ლოცვა გექნება აღმოცენებული.                                               დასახლდა არქადანი გამოქვაბულში, რომ მოსაღამოვდა მზე გამოეცხადა და უთხრა,                                                                                                                                 -კარგზე კარგო ადამიანო, ხედავ რა ლამაზი ადგილი მოგიჩინა განგებამ? აბა გაიხედე რა ლამაზია, მაგრამ შენც ხომ იცი რა აკლია, ყვავილნართა სამეფო.                                                                   როგორც ჩანს ადამიანები ბუნებისკენ შემობრუნებას არ აპირებენ ამიტომ მოვედი შენთან, შენი დედამიწა უნდა დათმო და წამოხვიდე ჩვენთან განგებათა სამეფოში, მაშინ კი გაიხარებს ყვავილი ამ ლამაზ წალკოტზე.                                                                                                                                                        არქადანს ბევრი არ უფიქრია, გახედა მთელ არემარეს და თქვა,                                                                -მზეო, მნათობელო დედამიწისაო, მე დავთმობ ჩემს აქ ცხოვრებას ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, მამყოფე იქამდე სანამ ყვავილები არ გამოჩნდებიან ამ ჭალაზე, ოღონდ თვალი მომკრა მათთვის და მერე თუნდაც ჩემი სახსენებელიც არ დარჩეს ამ წალკოტში.                                                                                                                                      მზე დაეთანხმა და უთხრა                                                                                                                                                      -დილით ჩემს ამოსვლისას გაიშლებიან ყვავილნი მთასა თუ ჭალაზე კლდეზე,  თუ ქვაზე, შენ კი დაინახავ მათ, ხოლო სანაცვლოდ შენს წამოსვლას მივიღებ მე.                                                                                      გაქრა მზე და ჩაეძინა არქადანს, მძინარეს რამოდენიმე ცრემლი გადმოვარდა თვალიდან, აი მზის ამოსვლისას კი პირველად არქადანის ნაცრემლარზე ამოვიდა დეკა, გაახილა თვალი არქადანმა და მის თვალებთან ლამაზი დეკა დაინახა, გაეღიმა და ისევ ჩათვლიმა ამჯერად სამუდამოდ.                                                                          შუადღისას არქადანის გამოქვაბულიდან ორი მტრედი გამოფრიდა და მთელ არემარეს მოჰფინეს არქადანის სიკვდილის ამბავი, გახარებულ ბუნების შვილებს ყვავილნართა დაბრუნება ძალიან ძვირად დაუჯდათ, ტიროდა ყველა და ყველაფერი,                                                       ასკილმაც გულიანად დაიტირა.                                                                                                                                                              -ვაიმე, არქადანო, ჩვენო ერთადერთო, ღამით ღამის და დღისით დღის მშვენებაო, ჩვენო გამსაუბრებელო, დაგვიბრუნეე ყვავილნარი? მაგრამ ამ ყვავილნართა სილამაზე წაიღე,                                                                        მაინც მადლობა გვეთქმის არქადანო, მაინც მადლობა.                                                                                                                  ყველა ტიროდა, გარდა არქადანის ნაცრემლარზე ამოსული დეკებისა,  ისინი ამაყად და ღიმილიანად ისხდნენ კლდეზე და ყვავილიან ხეობას მზეს აფენდნენ არქადანისას.
კომენტარები (0)