0 26

... (მიყვარდი წინათ)


მიყვარდი წინათ და ერთი სიტყვაც
ვერ დავაცდინე ბაგეებს მაშინ,
გტოვებდი უხმოდ და მერე ფრთხილად 
გეძებდი მზეში, წვიმაში, ქარში.

აღარ მიყვარხარ, არც სიზმრად გხედავ
და ძველ სიყვარულს თამამად გიხსნი,
დაჭრილ ჩიტივით ფრთხიალებს ვნება
მოფერების თუ განკიცხვის ღირსი.
კომენტარები (0)