გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

არსებობის კანონზომიერება

მიდის დღენი, დროს მივყვებით დინებით
და თანდათან ბუნებასაც ვეცნობით.
გვახსოვს ჩვენი მისაბაძი გმირები...
გავურბივართ, გავურბივართ. ენობრივ
სისტემასაც ვაყალიბებთ ცდის შემდეგ,
მხოლოდ იყოს შემართება სულისა,
სამყაროსთან ზიარების ამბოხი,
ჰომეროსი მუხლმოყრილი ჯოისთან.
მხოლოდ იყოს ჭვრეტა იდეალისტის,
მხოლოდ იყოს სკეპტიკოსის ვნებანი..,
მატერია გაშიფრულია მისთვის.
აზროვნება ჩერდება და ვნებდები.
მიდის დღენი, უბადრუკი რიცხვებით.
ვაზიც დავრგეთ... გამოისხა მტევანი.
შემდეგ?!.. შემდეგ ისევ გარდავიცვლებით,
როგორც, ერთ დროს, დავიბადეთ ყველანი.