გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

თანამედროვე ათეისტი

ზის გაყინულ ოთახში
და თვალებით ეძებს.
გრძნობს, რომ იესოს გარეშე
ერთი წამიც ვერ ძლებს.
უნდა სითბო, მაგრამ იცის
- სითბო ახშობს ენერგიას...
როგორ ჩუმად გახრწნის მირცვლილს
- სენტიმენტურ ელეგიად.
მოსწონს ჯაზი,
ხიბლავს კინო,
უყვარს სექსი...
პიანინო.
მისგან ვნახავთ სულის გვემას,
ხორციელი ჭარბობს მასში.
როცა კოკაინს იყნოსავს,
მაშინ გადის ნამდვილ ტრანსში.
სძულს მორწმუნე ქრისტიანი,
მუსლიმი და ებრაელი.
ფილოსოფოსთ არ დაგვცინის, 
უფრო მეტად - ვებრალებით.
ასე ცხოვრობს, ასე მშვიდად,
ათეისტის ნიღაბს ირგებს.
არც ბიბლიას გადაშლის და 
არც ძველბერძენ ფილოსოფოსს.
თუ აქამდე იყო მარტო,
სიკვდილის წინ იწყებს ლოცვას
და ღმერთს შესთხოვს განუმარტოს
წმინდა სულის გარდამოსვლა.
სარეცელზე მიჯაჭვული
ამოითქმის ბოლო სიტყვებს:
,,მეშინია, მეშინია!
ნუთუ მართლა უნდა მოვკვდე?.."
კვდება, თითქოს არც ეცხოვროს,
შიშით, უსაზრისო ლეშად...
ნეკროლოგსაც დაწერს ვინმე,
- ახლობლების სანუგეშოდ.
ზის გაყინულ ოთახში
და თვალებით ეძებს.
გრძნობს, რომ იესოს გარეშე
ერთი წამიც ვერ ძლებს.