შვიდობითი 1


იისფერ უკვდავების შეგრძნება საოცარი,
ღვთაებობა მოსილი თვით იგ იდუმალება,
მწამს ის უსაზღვროება მქროლ ქრისტეს ბობოქარის,
რომელ მადგამს გვირგვინად მეს გაიდეალებას...

ო, არა აქვს საზომი სულის უსასრულების -
მეგა სრულყოფილების სიყვარულის იმ გრძნობას,
გულში უკიდეგანო განცდად თავისუფლების -
ქრის ცეცხლოვან ფრთაება ლურჯი მარადისობა...

ისურვებს და ახალს ქმნის, თვითვე უდგენს ნაპირებს,
როცა უნდა დებს საზღვრად თვის გაიდუმალებას,
ყველა ჩარჩოს ის არღვევს, არ მორჩილებს კანონებს,
წინ აღუდგებ ვერავინ მიჯნურის აალებას...

განუსაზღვრელ სიღრმისა შემოქმედი თვითერთის -
ასეთია ბუნება სიყვარულის მგე ღმერთის...

2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი