შვიდობითი 2


ზამბახისფერი შენი ბაგის უცხო სინაზე
და ამბორება მათი ცის სათუთი შეგრძნებით,
მე ძლიერ მიყვარს ფერი და კოცნის სილამაზე,
როცა სულით სულზე და გულის ტუჩზე გეხები...

ო სულ სხვა განცდით ვეტრფი სიმაღლეს ნატიფ სულის
და სულ სხვა გრძნობით ვყვარობ შენს შინაგან მშვენებას,
მითრთოლებს სიფაქიზე ამურს სიღრმეებს გულის
და სიყვარულში ნაზი მიკარგავ მოსვენებას...

"სულს შენი სახე ათოვს" - მნუსხავ ბავშვური მზერით -
ხარ იისფერი ქალი გულით სულმათრობელა,
მა სილამაზით ვიწვი სულიდან როცა მღერი,
იყავი მი სიცოცხლის მზე მეფა მნათობელა...

ერთი თვე მოვთოვ შენთვის გულით  ფიფქთ ნაზ ოცნებას,
სულიდან გაგაღმერთებ იისფერ საოცრებას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი