0 3

შვიდობითი 3


უთეთრესი ექვსი ფრთა უშლიათ სერაფიმებს,
ზეცაზე აკვნესებენ ოცნების ღრუბლის სიმებს,
თოვენ უცხო სინაზით ბროლის ვერცხლისფერ წვიმებს,
წერენ წვეთები ღამის ნაზ მუზიკას და სიზმრებს...

ლამპიონების შუქი ანათებს ყვითლად არეს,
ციმციმებს და ბრწყინვალებს ქალაქი მომძინარე,
ღრუბლიდან იცქირება, თეთრ ფიფქებს ბარდნის მთვარე,
ნოტების წკაპაწკუპი შერწყმია ნაზ სიწყნარეს...

ქუჩაში ქარი დაჰქრის და წვიმას ეცეკვება,
ქუჩაში ღამე უმღერს მიჯნურის მონატრებას,
ეამბორება თმებს და მთრთოლ ტუჩებზე ადნება -
წვეთები უჩინარ ქარს სინაზით ეფერება...

სამყარო ერთ წერტილში ტრიაელებსა და ბრუნავს,
ნაზი ღამეა, ჩუმად, ქარი წვიმასთან ცეკვავს...
კომენტარები (0)