სიზმარისეული


თეთრი ანგელოზის ცისფერი სიზმარის -
თეთრი ესმერალდა ტრფობით რომ გიწოდო:
ზეციურ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის -
სამრეკლოს ზარებს ვრეკ თეთრი კვაზიმოდო...

ცეკვით მაცდუნებელ სახელგანთქმულ ბოშის
მა უნაზეს გულში გრძნობა ჩამოვრეკო,
ცისფერი ვერსალის ოქროსფერ დარბაზში -
ჯადოსნური ვალსი მინდა რომ გეცეკვო...

მზე გლადიატორმა თეთრ კოლიზეუმის -
შენ ერთად გავუყვე შანზ-ელიზეს გამზირს,
მსურს განახო ლუვრის ლურჯი მუზეუმის -
ბროლის პირამიდის ბრჭყვიალება ნაზი...

მინდა შეგადარო ვენერა მილოსელს -
მისის სილამაზე მი თეთრი მადონა,
ღვთაებრივ მშვენების გითხრა მსურს მფლობელს -
ვერ მოვა შენ ღიმთან ღიმილი ჯოკონდას...

ამორძალ ათენას - ბერძნულ პართენონში -
გიდგა მარმარილოს თეთრი ქანდაკება,
ჩვენ სიყვარულს მინდა მივამსგავსო - რომში -
სიქსტეს კაპელაზე ქრისტეს ხელაღება...

გონდოლით ვიცუროთ წყლებზე ვენეციის,
იტალიურს ვეტრფოთ ცეცხლისფერ დაისებს,
ვარდისფრად მყვავ ქუჩად თეთრი ფლორენციის -
მსურს გითხრა - მიყვარხარ - დანტეს ბეატრიჩე...

ხელჩაკიდებულმა მინდა მოვიაროთ 
სიყვარულის ქალაქ ვერონას ქუჩები,
ლამაზ ჯულიეტას მიჯნურმა რომეომ -
მინდა დაგიკოცნო ალუბლის ტუჩები...

ჰიმალაიზე და ალპებზე - პეპელავ -
მინდა შენთან ერთად სულის ფრთებით ფრენა,
ჩანჩქერ ვიქტორიას და ჩანჩქერ ენჯელას -
მინდა შევადარო შენი თმების ცვენა...

თეთრ რაშით ჩავფრინდეთ კაბადოკიაში,
ქალაქი ნაკვეთი კლდეში მოვიხილოთ,
საჰაერო ბუშტით ავფრინდეთ ზეცაში,
მსურს ვარსკვლავთ ოცნება ერთად განვიხილოთ...

ვუმზირო ხამხამებს შენი წამწამების,
ნიაგარას წინ მსურს ჯვარი დავიწეროთ,
წინაშე ღვთაებრივ ქრისტეს ქანდაკების -
მზიურ რიოში მსურს ხელზე გეამბოროთ...

ლურჯი ლაგუნების ოქროს პლიაჟებზე -
მინდა ფეხშიშველა მივეცეთ ხეტიალს,
პირამიდებს - სფინქსს და უდაბნოს ცაებზე -
თვალი შევავლოთ მსურს ნაზ პოლარულ ციალს...

თუ გინდა ვიხილოთ ეიფელის კოშკიც,
სიყვარულის ცა ხომ ოცნების ფერია,
ნაზ კონკიას გშვენის ბროლისფერი ქოში,
შენ ხარ ამ სიზმარის პრინცესა - ფერიავ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი