შვიდობითი 7


სულში უგრძნეულესი შემოიჭერ ცის ნოტა,
შავგრემანი მზე მეფა ბრწყინავ ისე ლამაზად,
შავ სიფაქიზით მწველი ნაზი გულის "შარლოტა" -
გევხარ შავ-თეთრად მბზინავ გულთ მტაცებელ ავაზას...

გცანი იდუმალებავ შავში თეთრ სილამაზედ -
შავ მარგალიტს შეგშვენის ზიმზიმება ალების,
მომწონხარ შესაზარად მადმუაზელ სინაზევ -
მოსათუთო მზერა მწვავს შენ თაფლისფერ თვალების...

მნუსხავს ელეგანტურო - მა შავ ტანისამოსში -
სხეულის ციალება ოქროს ნაზი ლაჟვარდით,
შენზედ შეყვარებული გამახვიე ქაოსში,
მინდა კოცნით გულიდან გიძღვნა წითელი ვარდი...

მარწყვის ტუჩებს ვაჩუქო უტკბესი ამბორება -
მწყურის მზეო სინაზით შენი გულის ფერება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი