შვიდობითი 14


მარადისობის ვუსმენ უნაზეს მელოდიას,
სულის სიმებზე უკრავს სიმშვიდე მაღალ ჰანგებს,
თეთრი ფიფქები ფიფქავს, გულში თოვს ჰარმონიას,
ფიქრებით ვეცეკვები თეთრ სასუფევლის თვალებს...

უტკბესი სინაზეთის სულს მათოვს სიფაქიზე,
უსათუთესი განცდით მთელი არსება მითრთის,
უთბილეს ალერსებით მწვავს გრძნობის სიაზიზე,
უნეტარესი ტანჯვით ვდნები ვით თოვლის ფიფქი...

რა სათუთია ფერი უკანასკნელი გრძნობის,
რა ფაქიზია განცდა უძლურის სინანულის,
ო რა ტკბილია ფერი მიჯნურის ღვთიურ ტრფობის,
ო რა ნაზია ტანჯვა სათუთი სიყვარულით...

უმანკოება გულს წვავს ჯვარზე გაკრულის ტანჯვის,
მაცხოვარს რომ აწამებთ მამა ღმრთაება დაგსჯით!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი