შვიდობითი 15


სუყველას ცოდვა-მადლი გაშიფრო ხომ არს ძნელი,
არ გეცოდებათ მამა, ვერ უგებთ სულის კივილს?
სუყველას ცოდვას ტირის, დედას არ უწყდებ ცრემლი,
ჯვარზე გაკრული ქრისტეს - ვერ გრძნობთ ღვთაებრივ ტკივილს?

იძიებს შურს მიქაელ - ქრისტეს უარყოფისთვის -
წმიდა გიორგ აუშვებს ცეცხლოვან ლევიათანს,
წყეულმც იყავთ სულელნი - ღმრთის მხარეს ვინც არ იბრძვით -
ჯოჯოხეთის ცეცხლმა გწვათ ციურ წამ ორიათას...

მეფის უზენაესსა - ყოვლადწმიდა ბრძანებას -
ქვეყნად რწეულ შიშის ზარს ვეტყვი მი გულით ამინს,
ნარიმან მზემან იდიდოს, დიდება წმიდა სამებას,
დიდება მობრწყინებას მართლმსაჯულების წამის...

ღმერთის საშინელ რისხვის ცაზე ცეცხლის მთოველი -
მზედ აენთო მებრძოლი - 
სული სვეტიცხოველის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი