"სამებისის გვირგვინი" - მი მფარველ ანგელოსს


1...

ცეცხლის ცისკრად ცად ციალებს ელვარება თეთრ მთიების
და მზეთამზე ცეცხლოვანი ცეცხლის ფრთაებს აშრიალებს,
ოქროსფერად მოვარვარე სიკაშკაშით მნათ სხივების -
ვერცხლიფერად მოკამკამე ოკეანეს აკიაფებს...

ოკეანეზე ტალღების ბრწყინვა გალობად ლივლივებს,
მოოქრილ სანაპიროზე ქარს მოაქ ოქროს რითმები,
ვუცქერი ცეცხლით ანთებულ ზმანების ოქროს ლაჟვარდებს,
სივრცეებს ათოვს სინაზით მზის სხივთა ოქროს წვიმები...

სამყარო მიხსნის სიყვარულს მოოქროვილი ფერებით,
ოქროსფერ ქნარზე ჰანგთ თოვენ მზე მუზა ამურესები,
სირინოზები გალობენ - ჯადოსნურ ხმების მღერებით,
მოვერცხლილ წყალზე ცეკვავენ ქალწული ცის პრინცესები...

ვრეკავ ზარებს მზის ტაძარის ფრთაოქროსფერ სამრეკლოსი,
სულის თვალთ ცად დანარნარებს ცეცხლოვანი ანგელოსი,

სითეთრეთით მობრწყინვალე გულს უგალობს მზე ქალღმერთი,
ვფიფქავ ტრფობის ოქროს ფიფქებს, სიყვარულით ვიწვი ღმერთი...

2...

მოკამკამე ოქროს სხივნი ცვივა შუქმფენ უქრობ სანთელს,
სასუფევლის სული გალობს სიყვარულის უკვდავებას,
ჯადოსნური სილამაზე ამკობს მბრწყინვალ მნათეთ მნათეს,
ფრთათა კოცნა მისი იწვევს გულში გრძნობის ამზევებას...

ოქროს ისრებს ესვრის სულებს ოქროსფრთება მეფას სული,
აქვს ბუნება ყოვლისშემძლე მისგან ნთებულ მიჯნურებას,
პეპლებს გისევს სულში ტრფობის სამოთხისფრად საამური,
სიმსუბუქის ფრთაებს გასხავს სიყვარულის ამბორება...

ვსვავ მიჯნური ოქროს თასებს ტრფიალების ცეცხლით სავსეს,
სიყვარულის ცეცხლოვანი გრძნობა გულზედ მეკიდება,
სულის სატრფოს ნაზ ხატების ცქერა ფაქიზ თრობით მავსებს,
მზის მშვენება მწვავს და ფიფქვით განვიცდი ნაზ ნეტარებას...

სასწაულთა სასწაულო უკვდავებას მოციქულებ,
თვით ღმერთიც კი ქედსა გიხრის, ბოროტსაც კი იმორჩილებ,

სიყვარულო, თვალებს შენსა, ვინ არს რომელ არ ეტრფოდეს,
არვინ არის არ გემონოს შეეხები სულით ოდეს...

3...

ნათებაში ვაბიჯებ და ვფრინავ სულის მსუბუქ ფრთებით,
ნაზ სიყვარულს სულშერწყმული ამ წუთას ვარ ღმერთი ქრისტე,
ქალწულებრივ სილამაზით მობრწყინვალეს - ნაზად გეტრფი -
დალალ ოქროს ნაწნავიან მზე ქრისტინე "აფროდიტეს"...

კრისტალური სისპეტაკის ნაზ მშვენებით შემოსილი -
სინაზეთით ფიფქმთოვარე მი ცის თეთრი ქალღმერთი ხარ,
უნატიფეს სიფაქიზით მი გულს ვარდად გაფურჩქვნილი -
სითეთრეთით მოელვარე სულკაშკაშა მი მერი ხარ...

მა პიკანტურ და უნაზეს ეგზოტიკურ შაქრის ტუჩთა -
ტრფობის მიფქვარ სიყვარულის ფერებით ვარ მოამბორე,
ცხოელ სულის - იდუმალად - ზე აღმართულ მრისხ წყეულთა -
ყოვლისშემძლე მი მარჯვენით - სულ დაგიცავ მი ამორე...

შენსა ფერხთით მოდრკებიან, ცად აგანთებ მზედ მთოვარედ,
გაიგს ყველა სამყაროში რომ ღმერთთაღმერთმ შეგიყვარე,

შენთვის მღერის ჩემი გული, შენ გიგალობს საანგელო,
ჩემი სულის მარგალიტო, შემოგევლე საქართველოვ...

4...

არსებით ვერწყმ სიყვარულის უსათუთეს ნათელთ-ნათელს,
სულს რომ ათოვს სიფაქიზით მოიისფრო ამბორია,
თეთრი ფრთები ამითრთოლე ანგელ ამურ ნათლისმცემელს -
გულზედ ცეცხლად მეკიდები ცის ფსიქეა "ვიქტორია"...

ბრილიანტის ანდამატებრ იდუმალი ეგ თვალები, 
ფრთაფარფატა წამწამები ფანტელების მთოველია,
კრისტალებით მოფიფქული ზამბახური ეგ ღაწვები,
თოვლისფერი ეგ თითები სინაზეთის მშობელია...

უნაზესო ცა "გლორიავ" შენი გულის მწვერვალების,
გალაკტიკურ მა ტუჩების ვარ ლაჟვარდთა მოტრფიალე,
ლურჯ ფრთათა ქვეშ შემიფარე მეცხრე ცაო შენ სხივების,
სამუდამოდ გიმიჯნურებ სისპეტაკით მოციალეს...

ოდეს ვენებს გადახსნიან და წითელი კრისტალების -
მოთოვს ნაზად უცისფრესი შადრევნები ფანტელების:

მაშინ მოდი სიყვარულო სისადავით მობრწყინვალე -
სულში გრძნობით ჩამიკარი და სუფევით შემიწყალე...

5...

მზის ბრწყინვაში სხივოსნდება ჩემი გულის ყველა არე -
სიყვარულის უსაზღვრობა მი სულს გრძნობით აფრთიანებს,
უსასრულოდ სრულყოფილის უკვდავებით მოელვარე -
მნათ თითების მძლე შეხება ლურჯ ალთა მთოვ ცეცხლად მანთებს...

ცას ვაწყვიტავ ვარსკვლავებს და სულიდან ვთოვ სიგიჟის წამთ,
სულის გულში აისდება მეწამული გაცისკრება,
მოიისფრო სასუფევლის სიფაქიზის ფერები მწვავს,
მწყურის ტუჩზე დაგაწერო ოქროსფერი ამბორება...

მა თვალთ მზერა მე მაგონებს განთიადის წამწამთ კამკამს -
ოქროსფერად მოციაგე სხივოსანო მზე "ავრორა",
აენთები ოდეს ბრწყინვად და დაიწყებ მზიურ კაშკაშს -
მომიგონე სინაზეთით სიყვარულის ცის ავტორად...

როს გიცქერი ვნეტარებ და სინატიფის ღმერთს ვსასოებ,
მომნუსხველი სილამაზის ნაზ მუზიკით მაჯადოებ,

მომიხსენე როცა მოხვალ სიყვარულის უკვდავებით -
დამანათლე ჯადოსნობა ოქროს მზეო შენ სხივების...

6...

ვყვავილობ ვით თეთრი ვარდი ნატიფ ფერის ნაზ ფიქრებით,
გულით ვსუნთქავ უფაქიზეს სიყვარულის სურნელებას,
აღვსილი ვარ სისათუთით და ვციმციმებ მნათ სიზმრებით,
მიჯნურობით დადაღული სულით ვაფრქვევ ბრწყინვალებას...

ვეფერები თეთრ ფოთლებზე ნაზად ცვენილ თეთრ მძივებად -
მცურავ ნამის მარგალიტთა - ცაარეკლილ სიკამკამეს,
უცისფრესი ციალება ცის ცრემლების მე მიყვება -
სიყვარულის ზღაპრებს - ლამაზ - ჯადოსნურ ამ მზიან ღამეს...

რაიც სუნთქავს და რასაცა ღმერთის სუნთქვა ეფინება -
საალერსოდ გულში გიკრავთ შენ ნაზ სულს და სამყაროეთს,
სულ-სრულქმნილი ნაზ გრძნობაში ვფეთქდები და მი არსებას -
მი სიყვარულს ვჩუქნი ახლა შენს ნაცვლად მთელს სამზეოეთს...

ქნარზე ვფიფქავ სასუფევლის სიყვარულის ცისფერ ჰანგებს,
თქვენთვის ვანთებ უკვდავების ამ მაგიურ ტრფობის სანთლებს,

გალაქტიკის მუზიკალურ გრძნობის ორკესტრს ვდირიჟორებ,
მი ბავშვური ნაზ განცდებით გკოცნით გულში მი ამორე...

7...

სულისმიერ ცად ავენთო მოელვარე თეთრ მთოვარედ,
ვინეტარო სიყვარულის ფიფქთა თოვით და ვეწამო, 
გრძნობით ფიფქულ ბაგეებით და ტკბილ ღელვით სულმთრთოლვარე -
მსურს რომ ღამის გალაქტიკურ მუქლურჯ ტუჩებს დავეწაფო...

მსურს შევცურო უნატიფეს აფრა აშლილ ნაზ გრძნობებით -
სინაზეთის სისათუთის სიფაქიზის ოკეანედ,
სულიწმიდის ცეცხლოვანი სიყვარულის ამბორებით -
განვინათლო მსურს კოსმიურ შადრევნებში იორდანეს...

მწველ კოცნების კოცონები რომ ვარკვლავებს დავუგზავნო
და ავანთო ტრფობით ღამის ოქროსფერი ფენიქსები,
ლურჯ პლანეტის ცისფერ ბაგეთ თეთრ სხივებად დავეკონო,
მსურს მოვთოვო ლურჯ ზეციდან ჯადოსნური ფანტელები...

ოქროსთმიან ანგელოსის მერე მზიურ სხივთა აისს -
შეგაგებო ნაზი კოცნა და განცდების ედელვაისს:

უნეტარეს წამებს მივცე დადაგული გრძნობით გული,
ახლა მინდა ამიცხადდეს სულში ღვრილი სიყვარული...

8...

უკვდავება სიყვარულის მსურის ვთოვო თეთრ ფიფქებით,
ერთგულებას შელექილი გრძნობა გიძღვნა მსურს სულიდან,
გველეშაპი მოვნუსხო და მორჩილი ვქმნა ჩემი ნების,
მსურს ამირანმ მოგიტაცო ყამარ-ქეთუ ლურჯ კოშკიდან...

გაგიტაცო მინდა სულის ულამაზეს ცის ფიქრებით -
დაგიხატო მინდა გულით ნატვრა რაიც ტრფობას ახლავს,
მზეთუნახავს ტუჩს შეგადნე სხივთ მოოქრილ ამბორებით -
სიყვარულის სამყაროში გაგაღვიძო მინდა ახლა...

მსურს გიძღვნა - მანათობელა ტანკენარ მზიურ პრინცესას -
ცეცხლოვან ოქროს ყვითელი კოპლილი კაბა შავადა,
ოცნების მზეთუნახავი ანგელი და ამურესა -
გულთ მტაცებელი ძუ ვეფხვი ხარ მი მზე მეფა ავაზა...

მოიისფრო სულის ციდან - რომეო მი ჯულიეტას -
გიგზავნი თეთრ რაშებ შებმულ - სამეუფო ლურჯ კარეტას,

გიწვევ ფრთანაზს იქ სად სულნი თეთრ ღრუბლებში დაფრინავენ
და გულები სიყვარულის ფიქრთ ჯადოსნურ ვალსს ცეკვავენ...

9...

თეთრი ზამთრის მზე პრინც ამურს - სიყვარულის თეთრ უფლისწულს -
ხელთ მიპყრია სულის ქნარი და ვთოვ გულით ვერცხლის ნოტებს,
სითეთრეთით მოელვარე გყვარობ მთოვარ თოვლის ქალწულს,
ვეტრფი შენს ნაზ და მომნუსხველ სიყვარულით ელვარ თოლებს...

შევერცხლილი თეთრი ბაღის მსურს განახო ბრწყინვალება,
თეთრ სამოთხის სინაზეთის აგიხატო მინდა დილა, 
სიცოცხლის ხე თეთრად ყვავის და აფრქვევს ნაზ სულნელებას,
დათოვლილი ბზინავს სივრცე, ფიფქავს ზეცა, მაგრამ თბილა...

წითლად ფურჩქვნილი ვარდები - იები თოვლზე სუნთქავენ,
ზამბახთა ლილიისფერი ზიმზიმის ცქერით მშვიდდები,
ლოტოსნი უცისფერესნი ვერცხლისფერ ტბაზე სცურავენ,
ყელმოღერებით შესტრფიან ერთმანეთს თეთრი გედები...

შემსხდარან სიცოცხლის ხეზე, თეთრ მტრედს უგალობს ბულბული,
დამატკბობელი ჰანგებით არეა აყვავებული,

ჰაერში ფრთათა ფარფატით ფრინავენ თოვლის პეპლები,
სათუთ სითეთრეს აფრქვევენ, სიყვარულს თოვენ ფიფქები...

10...

კრისტალურად მოციმციმე მეფა მათოვს ნაზ ამბორებს,
ფიფქთ ალერსის ფერებს ვიჭერ და სხივებს ვთოვ - ცა - გამტარი,
მი სულიდან ვაპირქვავებ ცოცხალი წყლით სავს ამფორებს,
მთვარის ვერცხლის ნაბიჯებით მოვაბიჯებ ცის სიზმარი...

ლურჯთვალება სიყვარულო - სილურჯეთით მოზიმზიმეს -
მოიისფრო სისათუთის ფერი გაგდევს იდუმალი,
ლურჯ კაბაში შემოსილი და სინაზით მოლიცლიცე -
გულს უყვარხარ უტურფესი ყვავილების დედოფალი...

გიცქერი მზიურ პლანეტას და მსურს სული სულს შეგახო -
შემყურე თქვენ რევერანსის - გიწვდით ხელს - ლურჯად ელვარეს,
საოცარ სიფაქიზეთით ლურჯად ფურჩქვნილო ზამბახო -
ამ მუქლურჯ ღამეს სხივთ ტანგო მეცეკვეთ შროშან მთოვარეს...

ნაზ კოსმიურ მუქლურჯ ტბაში შენ ტრფიალით ცურავს სული,
როცა მტკივა მე ეს გრძნობა მაშინა ვარ გულით სრული,

მელანდება ნაზი ცვენა შენ მბრწყინ თმების ჩანჩქერების,
თეთრ ანგელოსს სიყვარულით მითრთის სულის თეთრი ფრთები...

11... 

მკრთალი სახის თეთრ პატარძალს - სულკაშკაშა სპეტაკ ქალწულს -
კრისტალებით მოკამკამე გშვენის ზამთრის თოვლის კაბა,
გიმზერი და გული მეწვის, სულით ვდნები, გეტრფი ღვთიურს,
სიყვარულით სულშეშლილი ვეცეკვები ფიფქებს სამბას...

ვგრძნობ არსებით გულდამდაგველ მოფერების სიფაქიზეს,
მე ცეცხლი ვარ მოგიზგიზე, შენ სიო ხარ და ნაზად ქრი,
აფრქვევ სულით გრძნობათ მნათე უგრძნეულეს სილამაზეს -
როცა სულით სულს მიბერავ ვენთები და ალებად ვთრთი...

სულეთის უსათუთესო სინაზის თბილო სამყაროვ -
სრულყოფილებით შემკულო - მარადისობის ბრწყინვა ხარ,
ნათებავ უნატიფესო - სიტურფევ შეუსადარო -
მშვენიერების ხატებავ - მზეო მერიემ - მიყვარხარ...

სიკეთისფერ სითეთრეთის სიფერადე მახატ ფრთაზე,
ამამაღლე სიყვარულით შორეულ ცის თეთრ მწვერვალზე,

შემიფარე შენს ნაზ გულში, დამანათლე ნაზი გრძნობა,
სისათუთით სულს მოთოვე თეთრი თოვლის უბიწობა...

12...

თეთრი თოვით მოღრუბლული მფიფქავი ცა მე მაგონებს -
მოქათქათე თეთრ კაბაში ნაზად მოსილ თეთრ დედოფალს,
ქალწულ თოვლის სისპეტაკის სილამაზე მას ამშვენებს -
მი ოცნების გავს ანგელოსს - თეთრ ქარივით თავისუფალს...

მიყვარს როცა სულის ფრთებით და ფიქრების სულთ თვალებით -
ვით ამური ვენთები და ფიფქიას თითთ ვეფერები,
ვდნები როცა სინარნარით მოფარფატე ფანტელების -
უსათუთეს თეთრ ქარიშხალს - მი გრძნობებით ვეცეკვები...

უთქმელია ემოცია და იმგვარი ნეტარება -
რასაც იმ წამს მე განვიცდი სამოთხისფერ ზეცის ცქერით,
სასუფევლის სიმშვიდეთის მოგავს გრძნობა ამბორებას -
დრო ჩერდება - სული თითქოს უკვდავების ტკბება მზერით...

გული გალობს სიხარულით წინაშე ნაზ მფიფქავ ვარდის,
სინატიფე სიფაქიზის კრისტალებად სულში ბარდნის,

სიყვარულის ანგელოსი როცა თვალებს ელანდება -
მი არსება ამქვეყნიურ დგენილ ყველა საზღვარს ცდება...

13...

სილამაზის დედოფალს და ფრთაფიფქმთოვ გავს თეთრ ფერიას -
შენი სული მზე მუზავ მწვავს გრძნობით მთრთოლვარ სავსებისა,
გულში ყვავის უკვდავება და არსება ღვთისფერია -
როს თვალებში ხატად ბრწყინავ სატრფო ნაზი სახებისა...

მსურს ყელთ აგკიდო უნაზესს მძივი მბრწყინ ბრილიანტების,
ალმასის ოქროს ბეჭედი თითზე აგაცვა ღიმილით,
ყურთ გაბა ოქროს საყურე შემკული მარგალიტებით,
თავს გადგა მინდა ელვარე კრისტალის ბროლის გვირგვინი...

გაგამშვენებს მა თვალებში მოკამკამე სიყვარულის -
ვუალები სიმორცხვის და პრინცესული მორიდება,
ოქროვილი და თეთრ ვარდთა ფანტელებით მოფიფქული -
ვერცხლისფერად მომბზინვარე ლურჯი კაბა მოგიხდება...

ოქროსფერი ანგელოზნი ოქროს ქოშებს ჩაგაცმევენ, 
ღვთის მაცნენი ცათა ციურ ოქროს დარბაზს მიგიწვევენ,

მზის სამეფოს იმართება ოქროსფერი ქორწინება,
აქ სუყველა ღვთაებრივი ზმანებები კვლავ სრულდება...

14...

თეთრი სულის ანგელოსი, იგ მი თეთრი ქალღმერთია,
სითეთრეთით ფრთაფარფატა სიყვარულით მისთვის ვმღერი,
ანთებული ოქროსფერად ამ წამს სულში მზე ღმერთია
და უყვარხარ უკვდავებით სულიწმიდა თეთრი მერი...

უნაზესი გშვენის მეფავ სისპეტაკე ჯადოსნური,
მადმუაზელ სილამაზევ სიყვარულის ღმერთა-დ მწამხარ,
ჩემი გულის მწვერვალების დედოფალი გალანტური,
ჩემი სულის თეთრი მუზა, ჩემი თოვლის მადონა ხარ...

კარნავალზე ნაზ გრძნობების გელის შენი კავალერი -
სიყვარულის ამ მეჯლისზე მოოქროვილ ცის დარბაზში,
მო მეცეკვე ოქროს ვალსი ოქროსფერი სიყვარულით,
ვისეირნოთ მერე ღამის - თეთრ სამოთხის ცისფერ ბაღში...

სიყვარულის პარადისის პოეზიის პოეტესა,
უნაზესი უკვდავების მარადისო ცის პრინცესა,

თაყვანსა ვცემ შენს სიწმიდეს და სიყვარულს სულ მსურს ვთოვდე -
უნატიფეს მა კოსმიურ ნაზ თვალებში გიცქერ ოდეს...

15... 

მითრთის სული სისათუთით, ვიწვი ფრთებით ჯვარს გაკრული,
ტრფიალების ცხოელ სულით გავჭაბუკდი ბავშვი ბერი,
სიფაქიზის ნაზი ფერის სინატიფით შესუდრული -
სულში დადის ნაზი გრძნობა უთქმელი და ცრემლისფერი...

იდუმალი სიყვარულის ნაზი შუქით შებურული -
მსურს განახო მოიისფრო მიჯნურთ ბაღი ძველისძველი,
საიდუმლო ტრფობის სულის უკვდავებით ფრთაშესხმულნი -
მსურს ვწვდეთ გრძნობას მეფურ და ნაზ თეთრ ირმის და ქალწულ შველის...

უცისფერეს ცას ვახატავ ლილისფერ და ლურჯი ფერის -
ერთმანეთზე შეყვარებულ მოზიმზიმე ფარშევანგებს,
ამ გულიდან ტრფობის ციაგს და სინაზეს გრძნობისფერის -
შენთან ვატან სიყვარულის თავისუფალ თეთრ მუსტანგებს...

მზე პრინცესა დედოფალი ჩემი გულის სამზეოსი -
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ მი მფარველი ანგელოსი,

უნაზესი სიყვარულით შევღაღადო ზეცას ლოცვა -
ეხლა მინდა შენს ტუჩებზე ავხატო ცამ ნაზი კოცნა...

16... 

მუდამ მანთებს სიფაქიზე ღვთაებრივი სიყვარულის -
ფიფქმთოვარ და ცეცხლისფრთიან უკვდავების ნაზ ღვთაების,
როცა გული მწუხარეა მაშინა ვარ მხიარული,
მაშინ ვიწყებ გაშლას სულის უთეთრესი მი ფრთაების...

ოქროსფერად მობრწყინვალე ფიფქმთოვი და ცეცხლისფერი -
ღვთიურ გრძნობის სინატიფის მონატრების ნოსტალგია:
გეორგიკულ მიჯნურობის ასეთია სევდისფერი -
თავგანწირულ ერთგულების სიყვარულის რელიგია...

ტრფიალებით გაფურჩქვნილა - ლურჯ სამყაროს ნაზ საგულეთს -
უკვდავებას შელექვია ეს სიმღერა თეთრი გედის,
მარადიულ სიწმიდეში - ილოცება და გაკურთხებს -
მზის ოქროსფერ ნაბიჯებით სიყვარულს თოვს შემოქმედი...

ჯოჯოხეთშიც ჩავა გულით, ჯვარსაც ზიდავს სულით თეთრი,
სულის სატრფოს გულისათვის შეუძლებელს შეძლებს ღმერთი,

მარადიულ სიყვარულის, უკვდავ გრძნობის წამს და ჯერა,
ამ სიყვარულს გაუსწორო შეგიძლია მზეო მზერა ?

***

ცეცხლის ცისკრად ცად ციალებს ელვარება თეთრ მთიების,
მოკამკამე ოქროს სხივნი ცვივა შუქმფენ უქრობ სანთელს,
ნათებაში ვაბიჯებ და ვფრინავ სულის მსუბუქ ფრთებით -
არსებით ვერწყმ სიყვარულის უსათუთეს ნათელთ-ნათელს...

მზის ბრწყინვაში სხივოსნდება ჩემი გულის ყველა არე,
ვყვავილობ ვით თეთრი ვარდი ნატიფ ფერის ნაზ ფიქრებით,
სულისმიერ ცად ავენთო მოელვარე თეთრ მთოვარედ -
უკვდავება სიყვარულის მსურის ვთოვო თეთრ ფიფქებით...

თეთრი ზამთრის მზე პრინც ამურს - სიყვარულის თეთრ უფლისწულს -
კრისტალურად მოციმციმე მეფა მათოვს ნაზ ამბორებს,
მკრთალი სახის თეთრ პატარძალს - სულკაშკაშა სპეტაკ ქალწულს -
თეთრი თოვით მოღრუბლული მფიფქავი ცა მე მაგონებს...

სილამაზის დედოფალს და ფრთაფიქფმთოვ გავს თეთრ ფერიას,
თეთრი სულის ანგელოსი, იგ მი თეთრი ქალღმერთია,

მითრთის სული სისათუთით, ვიწვი ფრთებით ჯვარს გაკრული,
მუდამ მანთებს სიფაქიზე - ღვთაებრივი სიყვარულის...

2020 - (2021)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი