შვიდობითი 16


უძინართა ლურჯი მზე სხივებს აფრქვევს კოსმოსეთს,
ვუცქერივარ ნაზ შორეთს, ვარსკვლავები მღერიან,
მთვარიანი ღამეა, ათოვს ფიფქთ სასიზმარეთს,
ზმანება სამზეოეთს თვალთ უკოცნს ლურჯ მზერიანს...

სიყვარულის პლანეტად თეთრ ღრუბლებში ვლივლივებ,
მნათე ლურჯად ლიცლიცებს და ცა იისფერია,
ვუმზერივარ ტრფიალით მზე ანგელოზ ლილიენს,
ჰორიზონტი ლაპლაპებს, ლურჯ დაისის ფერია...

მუქლურჯ ზამბახს უგალობს ვერცხლისფერი ამური,
მოფერებით სხივურით თეთრი ლურჯს ელექება,
ცეცხლით იწვის თითები და ოცნება ციური -
ამბორებით ღვთიურით მუქლურჯ ტუჩებს ეხება...

ფიქრით ვუცქერ სინაზეს გალაკტიკურ მზერიანს,
სად ოქროს ამურები ჩიტებივით მღერიან...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი