0

ლურჯი პოემა


უუცისფერეს ცათა ცის ციდან თოვენ ჰანგებად თეთრი ვარდები,
მიმაქროლებენ მწვერვალებისკენ ფაფარაშლილი თეთრი რაშები,
თეთრად ელვარე ანგელოსების ოქროსფერ სხივთა ნაზი ვალსები -
მეზმანებიან ნაზი მუზების ფრთაებგაშლილი რევერანსები...

ათოვს ფიფქების ცისარტყელები სასუფეველის ოცნების კოშკებს -
ცვივა ოცნების ლურჯი ნოტები ლურჯი მწვერვალის მუქლურჯ ლაჟვარდებს,
ცაზე დაჰქრის მზე ტატოს მერანით და აფრიალებს ძოწისფერ დროშებს,
შეყვარებული ფიროსმანი თოვს მარგარიტასთვის ცით წითელ ვარდებს...

ორლესულ მახვილ წელს შებმული და ოქროს მანტია მხრებ მოგდებული -
თეთრი გიორგი ამხედრებულა დიდებით კაზმულ უთეთრეს რაშზე,
გორგასალურად ბუმბერაზულმა მოზიდ სადავე იგ მიშვებული
და გველეშაპზედ შუბშემართულმა შეაგდო თეთრი ულაყი ყალყზე...

ზეცით მოისმის შეუდრეკელი და მეომარი გულის გუგუნი,
მარადისობის გრძნეულ სამრეკლოს ოქროს ზარებს ვრეკ თეთრი მგოსანი,
ოქროს ღრუბლიდან ოქროს ამურთა ხმები მათოვენ გრგვინვა-გრუხუნით -
მარადისი და მზისშუბოსანი რომ კაცის ძე ვარ გვირგვინოსანი...

იბერიისთვის იდუმლად ვწნავდი უკვდავებისა დიდების გვირგვინს,
უუძველესი და უახლესი თეთრ საქართველოს ვყარ საძირკველი,
ვცნობ მამაჩემის ჭაღარასა და ქართული სულის სისხლისა ყივილს,
მი გული ცაა სად ქრისტეს უდგას მოოქროვილი ტახტ-სავარძელი...

მთა გლორია და მზის გამარჯვება ლურჯ გრიგალებში გამოვლენილი,
მარადისობის თეთრი ღმრთაების იმეფებს ნება დაუძლეველი,
გაუკვდავებულ დიად მშვენებით დასაბამიდან გადმოფრენილი -
ლურჯ გოლგოთაზე განდიდებული მგვრგვინვარებს ჩემში გალილეველი...

უიდუმალეს თორმეტ თებერვალს სარკეში ვნახავ მი დიდებულ ხატს,
მაკურთხებს წმინდა, ოქროს მქონია დაბადების დღე ოცდათერთმეტ მარტს,
გულის რიტმების სიიისფრეთის სულ სხვა ნოტაზე ცა გადამხატავს,
მაინც ვერვინ მცნობს მარადიულ ბავშვ - ლურჯი რითმების მუზიკოს მოცარტს...

გივარგ-გიორგი მიხეილის ძე 
მგალობლი-შვილი კვა-ჭა-ნ-ტირ-ა-ძე -
ჯუნგლების ღმერთი მეფე ტარზანი მე რუსთაველი ბაგრატიონსკი,
სულით ქართველი, გულით მეუფე, ცათა მთოვარე სიყვარულის მზე,
კაბადოკიელთ ვარ გალაქტიკის ლურჯი მზეთამზე გალაქტიონსკი...

ახახახა...

ამაზე მაგარ 
სიმართლესა
და ღადაობას 
ვინ შეწვდება 
სულითა...

---

უულურჯესი სილამაზისა ელვარე ბრწყინვით შეგშვენის მორთვა -
უჯადოსნურეს ნათელით შემკულ უუნაზესსა ანგელოსს ფრთიანს,
გულში სათუთად აყვავებული თეთრი ზამბახი მინდა მოგართვა -
სულის ფიქრების უთეთრეს მუზა მი ნაზ პრინცესა მეფა სოფიას...

თეთრ სამოთხეში სულად სულნელად უსათუთესნი ნაზად ყვავიან -
ფრთამოიისფრო ანგელოსები იქ ასრულებენ ღვთიურ არიას,
შემყვარებიხარ უფაქიზესი მოყმე მეომარს ვეფხისტყავიანს -
მაგდალინელო - იების კონა მინდა მოგიძღვნა - მზიურ მარიას...

-

თოვლში ზიმზიმა წითელ ვარდების და დაფიფქული მწვანე ნაძვების -
კრისტალთ კამკამით ნახავერდები ველთა ზღაპარი მი სიზმარია,
მესმის ლოცვები უიდუმალეს გალაკტიკური ლურჯი ტაძრების -
ფრთები ფრენენ იქ სადაც იები ნაზად გალობენ ავე მარიას...

იქ ნაზად დაჰქრის ლურჯი სიო და არეს უგალობს ცის სიმფონიას,
იქ თეთრ კალების თეთრი ზღვაა და ნაზ ზამბახების ლურჯი მოლია,
ქალღმერთთან ერთად მე იქ ვსეირნობ როდესაც მსტუმრობს მელანქოლია
და კაეშანის ოკეანესთან ვუსმენ ვით მღერის თეთრი თოლია...

---

ის რაიც ღმერთთან მაერთფრთოსანებს ერთგულება და სიყვარულია,
ო შენს წინაშე უკანასკნელად მე ნიღაბს ვიხსნი რომ სცნო ვარ მთელი,
მი ნამზერები შენ თვალებისგან დრომდე ვუალით დაფარულია,
ნუთუ გწამს რომ ვერ ვგრძნობდი ახატულს როცა გიწოდე მი ღვთისმშობელი...

ჟამთა შობამდე დაუსაბამო გამოუთქმელში არრა იძროდა -
ყოელთ საწყისად სული და ნება სრულერთყოფილი ღრმა დემიურგის,
იგი - იყო და არა იყო რა - მე ვარ და მე ვიქმნ სანამ იტყოდა,
და იძრა სიტყვა შემოქმედისა, თავი და ბოლო ამბობს გიორგის...

თოვდა სუფევა მატრიარქატის და დედოფლობდა ნესტან-დარეჯან,
რომელმან შობა სულიერისგან მზე ძე იგ ღმერთი გმირი ამირან,
ივერიის წყლით განნათლა იგ ძე იოანესა მამისა ენამ,
განცხადდა გულით ქრისტე სამება და მამის სიტყვა ცათა ტახტიდან...

ციერ თეთრ ქალღმერთს გავუმიჯნურდი, მით შევიქმენი ცათა ღმრთაება,
მისი ხატება შენში მენახა მწადდა არსებით სათუთ სახებავ,
მსურდა მენახე ამზეებული სულით სრულქმნილი თეთრი ღვთაება,
ჩემში მეტყველებს წმიდა სამება, რაიც ვიწამე ერთ დღეს ახდება...

სამყარო ხომ ღმრთის უკვდავ ბაგეთგან წარმოთქმულ ბრძენი სიტყვით შეიქმნა, 
რა არი მასში მზიურ სიტყვაზე დიდებული და აღმატებული,
იმ ბრძენი სიტყვის იდუმალებამ მი სულის ქნარზე ფრთები შეისხა,
ფრთები შეისხა იქ სადაც სუფევს ძე ოქროს ტახტზე დაბრძანებული...

ჩუქურთმებული ქართული სულის ემოციური ორნამენტებით -
ყელზე აგასხი მარგალიტებად ნაზი სიტყვების ბრილიანტები,
ხომ მოგიძღვენი ნაზ სიყვარულის მარადისობის პერგამენტები,
ოქროს არშიით მოვარაყული ხომ გწერე გრძნობის ფოლიანტები...

თეთრ პიანინოს შავ-თეთრ კლავიშებს შენთვის შევეხე იდუმალ მზერით,
ზოდიაკალურ ოქროს ნათელის გიდგი მაესტრომ მთვარის კონცერტი,
სტიქაროსანმა ლურჯი სტიქიის და პოეზიის ლურჯ მონასტერის -
ხომ ავამღერე შენი გულისთვის გალაკტიკური ლურჯი ორკესტრი...

ლომი ავაზებს, ვეფხვებს, მელიებს წითელი კაბებით ახალ წლიანა,
ციერ ოპერებს სულ შენთვის ვდგავდი და ვდევდი ქარებს შეშლილი ვერდი,
მე მინდოდა რომ სულ ცოტა მაინც მა სასურველ გულს ეეჭვიანა,
რომანტიზმულსა და სატრფიალოს მე სუყველა ლექსს მზევ შენთვის ვწერდი...

უკვდავ რიტმების ღვინითა მთვრალი მოდილიანი გხატავდი ჟანას -
ლურჯი სინაზით შემკულ თვალების მიწის ანგელოს ოცნების დამად,
გიწერდი გულით ჰიმნთ სიყვარულის, გიმღერდი გრძნობის ნაზ იავნანას,
შენგნით ნთებული მზის სხივთ ჰანგები იქროლებს ქვეყნად მუდამ და მარად...

"ურჩხულმ" გიხატე მზეთუნახავსა წითელი ვარდის სუნთქვა ნოტებად,
ლურჯ ცის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ოქროს ზარების აგალობება,
შექსპირისეულ გულის ძგერა და მზის სიყვარული ნაზ სონეტებად,
ხომ მოგიძღვენი მზე ნოვალისის ცისფერ ყვავილის ასურნელება...

თეთრი მთოვარის თეთრ სასახლიდან ხომ ვთოვდი შენთვის თეთრი ვარდებით,
სიგიჟის წამებს ხომ ვთოვდი შენთვის, ხომ დაგიხატე გულები ცაზე,
თეთრ ფანტელების სპეტაკი ტანგოს ფანტაზიები თეთრ ლაჟვარდებით -
ხომ აგიხატე თოვლილ ედემში გედების ვალსი ვერცხლისფერ ტბაზე...

ხომ გიყვებოდი იისფერ ზღაპრებს სასუფეველის ლურჯ სამოთხეზე,
უჯადოსნურეს ლურჯ ამბორებით ხომ გიკოცნიდი ტუჩებს ალუბლებს,
მი სულმ ადესას ლურჯი მტევნები ხომ გამოიბა სიცოცხლის ხეზე,
მე ხომ გაჭმევდი მასზედ შეწყვეტილ სიყვარულის და გრძნობების ლებნებს...

ხომ გიგალობდი ბულბული თეთრ ვარდს სიყვარულისა ციურ რომანსებს,
ხომ აგიხატე მიჯნურთ ბაღი და მზის ოქროსფერი ბროლის სასახლე,
ოქროს დარბაზის ხომ ვთოვდი შენთვის ჰანგების ვალსებს და რევერანსებს,
ხომ მოგაწოდე მაგა ნაზ ხელში მზიურ ტრფიალის ოქროს სასანთლე...

ალაპლაპება ლურჯი ალებით მარადისობის თეთრ კელაპტრების,
ცის ათ ქალწულის სიყვარული და სულიერი მზის ნაზი ალერსი,
უკიდეგანო ნოსტალგია და დნობა-წვა-დაგვა მზის მონატრებით,
ხომ იყო მწველ სხივთ ტრფიალება და ლოცვა სულიდან უმხურვალესი...

ხომ იყო რწმენით უკვდავებული სიმშვიდის სულის მეფედ შერაცხვა -
ზღვაებრ ბობოქარ გულის სიღრმე და ჭეშმარიტების სულის მიგნება,
თეთრი რაშებით ხომ მქროლვარებდა გულით მზაკვრების ღვთიურ შერისხვად,
სიმართლის მზეებრ ხომ ბრწყინვალებდა შენი მიჯნურის უცხო დიდება...

მამაცი გულის შეუდრეკელი არწივულ თვალთა სულაცეცხლება -
ეშმაკურ მზერის და მრისხანების დამორჩილება მზიურ შეტევით,
მზისფაფარშლილი ლომებრი სულის მთელს სამყაროზედ აღრიალება,
ხომ იყო ცათა თეთრსა მწვერვალზე დროშის აღმართვა ღმერთის შეწევნით...

თეთრ აფრებ შლილი ოქროს გემისა ბრძოლა ტალღებთან ზეშემართული
და მარგალიტთა ამომზეება ლურჯი ზღვის გულში გადამალული,
ხომ აგიხატე ოქროსფერ ქვიშის სანაპირო და სხიველვარული -
იგ პოლარული მწვანე ციალი ლურჯ ლაგუნაზე გადაჭიმული...

თეთრ ეკლესიად ზეაღმართული მყინვარწვერისა სულის მშვენება,
ყვითელ ვარდებით მოვარსკვლავული ცა ლურჯ გუმბათით გადახურული,
ლურჯი სამყაროს თვალთა სუნთქვა და ერთიან სულის ნაზი ხატება,
ხომ გაგაგონე გულისა ფეთქვა ღვთიური ნათლის შუქით ბურულის...

მე მოგიძღვენი თეთრი მწვერვალის სათუთი სულის ედელვაისი,
ცისკრის სხივების გამონათება და მეწამული ნაზი აისი,
თეთრი გრძნობების აყვავილება და სიყვარულის თეთრი მაისი,
ხომ აგიხატე ოკეანეზე უელვარესი ლურჯი დაისი...

ცეცხლის თვალების აელვარება ოქროსფრად მბრწყინავ ქერუბიმების,
შეჩერებული დრო და სამყარო და წამი ცისფერ უკვდავებისა,
მზის სიყვარული და კოცონები ნასათუთები ტრფობის რითმების,
ხომ მოგიძღვენი მი სერაფიტას ნაზი სიმღერა თეთრი გედისა...

თეთრი ღრუბლების აქათქათება და მზიურ სხივთა ოქროს წვიმები,
ხომ შენთვის ვხატე ცათა ცის ცათა ცვენა კრისტალურ თეთრ ჩანჩქერების,
ფრთათა ფარფატით ასაოცრება, გალობა ლურჯი სერაფიმების,
რამდენი იყო ფერთა გრაცია, ცისარტყელების ფეერვერკები...

უზენაესი გრძნობის აღქმებად ანგელთ სიცხადე გულს მიანიჭეს,
ლურჯი განცდების წყლებით ავსებულ სულიდან ვღვრიდი ოქროს ამფორებს,
მე გაღმერთებდი ვით გმირი დანტე უნაზეს ფრთიან თვის ბიატრიჩეს,
რომანტიკოსი თეთრი რომეო გჩუქნიდი გულით ცისფერ ამბორებს...

პლიუს უსაზღვროს უსასრულობის ლურჯი ლოცვები მუქლურჯი სფინქსის -
ცისკრის ვარსკვლავის აელვარება და სიყვარული ამურ მთიების:
წმიდამყოფელი ცეცხლოვან ფრთებით ფერფლით აღმდგარი მზიურ ფენიქსის -
ხომ გავაცოცხლე უსაბამოო ქართული სულის შენთვის მითები...

შენთვის ავხატე მზიურ მშვენების მარადისობის ცისფერი მხარე,
ლურჯი ზეციდან მარადიული ღვთიური ცეცხლი ჩამოგიტანე,
მზის ტრფიალებით ვლივლივებდი ცად სულმოელვარე ვასკვლავი მთვარე -
ელვარ მნათობთა სიყვარული და გულით ნაგრძნობი შენ მოგიტანე...

ცეცხლოვან გზნებით ანთებული და ბნედითი განცდით სიფაქიზეთის,
ეიფორიულ ექსტაზურ გრძნობის აელვარებით გულნამთვრალევი,
ლურჯი პლანეტის ცისფერი კაბით მოსილ პრინცესას სილამაზეთით -
ცეცხლოვან სულის უნაზეს ტანგოს გეცეკვებოდი მზეკავალერი...

-

ლურჯი კოსმოსის აელვარება და კომეტების ვარსკვლავთცვენები,
რამდენი იყო ჯადოსნური და ზღაპრული ფერის მზიანი ღამე,
გატაცებები ლურჯი ზეცისკენ გალას ოცნების ლურჯა ცხენებით,
მითხარი მზეო არსებობს ქვეყნად მსგავს სიყვარულზე ლამაზი რამე?

მე გადმოვცურე შენთვის და შენსკენ ქარიშხლიანი გრიგალების ზღვა 
და მოგიტანე სიცოცხლის წყალი ცის უფლისწულმა ბავშვმა პოეტმა,
ლურჯ სიყვარულით შენგნით დადაგულ დამწვარ გულიდან მინდა მოგიძღვნა -
ეკლიან ვარდთა ერთ თაიგულად შეკონილი ეს ლურჯი პოემა...

თავდადებული გული რომელიც
დაუფიქრებლად შენთვის მოკვდება,
რამდენჯერ ნახე გული რაინდის შენ თვალთ წინაშე მუხლმოდრეკილი,
ვით მონაზონი დახშულ მონასტრის კვლავ მიუწვდომელ რჩები ოცნებად
და ამბორები გითოვენ ტუჩთ ვით თეთრი მტრედები ცად აფრენილი...

-

როს სიყვარულით ამანთო მზემ და ალილუიას გალობდა გული,
ხომ მხოლოდ ზეცის და უკვდავ გრძნობის რომ გერწმუნა მას გევედრებოდი,
მითხარი რისთვის მზემ დაგაბრმავა რომ ვერ შეგეცნო მი სიყვარული,
სინაზის მშობი უსათუთესი მე ხომ სიტყვებით გეფერებოდი...

ხომ მოგატარე მთელი მსოფლიო, მი გული შენთვის ხომ ავანაზე,
ხომ მოგიძღვენი სრული სავსებით მთელი სამყარო ჩემი ლექსებით,
როცა გაჩუქე საფრენად ფრთები მიწაზე შვებულს ხომ შეგთავაზე -
გული და ქმრობა და ერთმანეთის ნაზ სიყვარულში გადგმა ფესვების...

აგაცვი თითზე ოქროს ბეჭედი და მოგაწოდე ფიალა ღვინის -
შეგმოსე სპეტაკ თეთრ სილამაზის სამეფო სულის ბრწყინ სამოსელით,
ღმრთისთვის ცხადია სუყოველივე, მიტომ ვაშენე სასახლე მინის,
რა მი ბრალია რომ ვერ შეიცან მიჯნური გული ყოვლისმპყრობელის...

-

ვერ გაგიგია რომ სიტყვის შიგნით საგანთა არსის ძალგიძს შეცნობა,
ცოდნას იღ, გასცემ, თუმც სიღრმეს ვერ გრძნობ და სიყვარულსა გულიდან დევნი,
ვერგზით ხვდები რომ ჭეშმარიტება მიჯნური ბავშვის არის ოცნება,
რომ შეიყვაროს სუყველა თვალმა მზე სიყვარულის ვით გულის ღმერთი...

ვინ ოცნებას კლავს რომ დასცეს ძირს და ურწმუნოს სულს თან ატარებსა,
ვინ აღდგომისა და ამაღლების დიდებისაკენ აფრენს თვის ფრთაებს,
ცეცხლის ენების სიტყვა ვის ანთებს, გულიდან მზეებრ ვინ ანათებსა,
ცხადია ზეცა ვის მფარველობს და ვინაც ატარებს სულიერ თვალებს...

ვინ სიმდაბლიდან სიყვარულს მონობს, ვინ თავს იფარავს ამპარტავნებით,
ვინ შეამაყდა სიყვარულისგან, ვის ამურის წვავს ცეცხლის ისარი,
ვინ გულში ჩაიკრ ლურჯი კოშკიდან ჩამოშვებული მზის ნაწნავები,
ო ვინ ეცვა ჯვარს რომ გულს შეეცნო ტიტანთ-ტიტანის ნასალოსარი...

ვინ ბრმაა და ყრუ, ვინ გარეგნულსა სიბნელეს ესავს
და შიგნიდანა ვინ მზეს ადიდებს, ვინ გენია და დიადია,
სხვის დიდებიდან ვინ ქადაგებს და მამის მოცემულ სიტყვას ვინ თესავს,
ვინ შემოქმედობს, ვინ გრძნობს და ხატავს, ვინ კი იბრალებს ცხადზე ცხადია...

-

შენ ამპარტავან რწმენისა გამო, ვისაც უყვარდი გყავს დაკარგული,
ო ეხლაც მდევნი, ო ეხლაც ხელს მკრავ, ო ისევ არ გწამს მი სიყვარული,
ო ყელამდე ვარ სავსე შენ ცდებით, ნაქადაგარი უგულო გულით,
ო არაფერი არ გიცდია რომ არ დაგეკარგე მზე სიხარულის...

თუ სადმე ნახავ სიტყვას შესაფერს გველივით მგესლავ რომ გამამტყუნო,
ყველაფერი გწამს მი წინააღმდეგ მი სიყვარულსა რომ ჩირქი მოსცხო,
როს სიყვარული აგიხსენი რად მაბრალე თითქოს მე ვტარანტულობ,
ქადაგო მასონთ მატრიცის მახის, ჰა ცოცხალი ვარ, მე ისევ ვცოცხლობ...

ვინც შენს არსებას სიმდაბლით ეყმო, ო ისევ შერჩა იმ გულს ღირსება,
ვერ შეიფერეთ ხელმწიფის ტრფობა ოქროსთმიანო ნაანგელინავ,
ო უპასუხებ შენთვის დაღვრილი ოქროს ცრემლების მზიურ დიდებას,
მი სულის გმობას მწარედ ინანებ
გველს მინდობილო ევანგელინა...

-

სად სიყვარული ფრთაებს ისხამდა, სად ეგ გული და სად მი ლექსები,
სად ახატული ჩემი სამოთხე, სად შენი სულის მოქმედებები,
სად უგრძნობლობა ნაზი სიტყვების, სად ანგელოსის ლურჯი ლოცვები,
სად ტრფიალების შეუცნობლობა, სად შემოქმედის ამბორებები,

სად ამორძალის მძიმე გული და სად მი გრძნობების ნაზი ბუნება,
სად უნდობლობა, სად ბავშვის რწმენა რომელსაც წამდი თვის პოეტესად,
მი სულს ვფიცავარ მიყვარხარ მაგრამ მინდა იცოდე სათაყვანებავ,
ვინ ვის ვერ შეწვდა უცხადესია,
სად ღმერთკაცი და სად დემონესა...

ათასი წელი რომც მიყურო მზევ ო ვერ შემიცნობ ვით ძლიერ მიყვარ,
მე პირველი და უკანასკნელი ვიწყები იმით რითიც ვასრულებ,
ქართულ გენის და მგლურ ერთგულების მატარებელსა ათასჯერ მითქვამს -
იდუმალი და მოიისფერო წამს სიყვარული ასასწაულებს...

გენიალობა სიმარტივეში სუფევს და არსით მზის შესაფერი -
უნივერსუმის საიდუმლების მარადიული გამოცდილებით:
ღვთიურ განგებით მიძინებული ყოველივე და სუყველაფერი -
ჩვენში ფარულად მთელი სამყარო ცოცხლობს ყველა მის გამოვლინებით...

ჯვარცმული სულის წმიდა ბუნება ღვთიურ ნებით ლეწს ჯოჯოხეთის ბჭეთ,
სიყვარულისა სიყვარული ხსნის ლურჯთვალა ზეცის გულის ცხრაკლიტულს,
მხოლოდ სიმდაბლე გულის გაივლის მზიურ სამოთხის ოქროსფერ ჭიშკრებს,
მხოლოდ კეთილთა გამბედაობა იმსახურებს ცის სამეფო ტიტულს...

ტყიდან ძახილი თეთრი ირმისა ღაღადებს ტრფობას ლურჯი ზეცისას,
ზეცა პასუხობს ამბორებითა უკვდავმყოფელსა გრძნობას ერთადერთს,
იგ მიჯნურობა სულისა სატრფოს უდრის და წვდება სიყვარულს ღვთისას,
მთელი არსებით როდესაც გიყვარს თვალებზე ლიბრი გეცლება მზეღმერთს...

წმიდათაწმიდას სისპეტაკეთის სიყვარულისგან მიჯნურის შეშლა,
მზიურ სხივების ათინათების თვალებში ჩაღვრა ნაზ მოფერებით,
სულის ყვავილის ცისფერ ლოტოსად ათას ფურცლადა ნატიფად გაშლა,
კოსმოგონიურ ჰარმონიას რწყმულ გულ ოაზისის მიყვარს ფერები...

იისფერ სულის ვეტრფი თეთრ ქალღმერთს, უციერესის გარეშე ვერ ვძლებ,
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური, მზის ერთად ფრენა სწყურია ფრთაებს,
მისგნით შეშლილი შლეგი მიჯნური დავცინი ყოფას და სიკვდილს ვეძებ,
ჩემი სამშობლო ცად მეგულება, ამ სამყაროსი არარა მმართებს...

უსაბამოო სიყვარულისა უჟამო ჟამსა შეერთებული -
ფრთაებგაშლილი თეთრი რაშების ფიქრის სიჩქარით აჭრა ზეცაში -
უკვდავებისა მაგიურ წყაროს შეასმევს გულებს ღვთითდიდებული -
მი ზეცის სული სუყველა დროში სულთ გაიტაცებს მზიურ ერაში...

-

რამდენი ვრეკე გრძნობის ზარები, არცერთხელ მიღე გულის კარები,
სიმართლისათვის თავგანწირული მარად მებრძოლის ვერ სცან გამები,
მი გულსა და სულს და ნაზ სიყვარულს არცერთხელ შეხედ გულის თვალებით,
მითხარი მზეო არ ვღირვარ ბრძოლად სიყვარულისთვის განაწამები?

უზენაესის ჩემზედ მფარველი იგ წარმმართველი მზიური ხელი,
ყოვლისმხილველი მარადი ბავშვი ლურჯი სიტყვიდან მანათობელი,
უჩარჩოობა და თავის დროზე რაც საჭიროა იმისი მთქმელი,
მითხარ იცანი მი გულის ნება და სიყვარულის მზე მბრძანებელი?

სამთა გამათა სტიქიონების მეფე მბრძანებელ თეთრ წვეროსანსა,
ცეცხლის სხივებით ამზეებულსა გულსრულყოფილსა მებრძოლსა თვითერთს:
სულსულნელოვნად აყვავებულსა წითელ ვარდს ეკლის გვირგვინოსანსა -
მცნობ უზეშთაეს შარავანდით მკულ კეთილ ბუნების სიყვარულის ღმერთს?

მი ელვებს ვერსად დაემალება სატანისტების შავი ამალა,
უცეცხლოვანეს ლურჯი სულისა ჩემი ფრთებია უელვარესი,
უბობოქრესსა თეთრსა მეუფეს შავის სიძულვილს ვინ ამიკრძალავს,
ბოროტთა მიმართ ლურჯი წყევლა ვარ, ჩემი სულია უბოროტესი...

შენ სათუთ გულში რატომ შებილწე ჩემი სახელი, არ ვარ ეშმაკი,
წყეულიმც იყოს ყველა ეშმაკი - ცათა დიდების უარმყოფელი,
სატანას ვტენე ლურჯი შახმატი, სრულდა პარტია ქართულ ჭადრაკის,
კურთხეულ იყოს მზის სამყოფელი გული გრძნობასთან განუყოფელი...

-

მი სულიერ და ნაზ სიყვარულით გული-გონება ვერ აგითრთოლე,
ო ვერ იწამე მზიურ სხივებზე პოეტის გულის აბრწყინვალება,
თუმც ისევ ისე როგორც პირველად ვეალერსები მა სათუთ თოლებს
და პატივსა ვცემ კვლავინდებურად შენს არჩევანის იდუმალებას...

უუნაზესო ო ჩვენ მზის ნების მეომრები ვართ შავ-თეთრ დაფაზე,
უძვირფასესო ო ვინ გაიგებს მწველ გზის ბოლომდე აქ რაც წერია,
საკუთარი მეს მარად ხატების დგას უკვდავება გრძნობის დაცვაზე,
ჩვენი სიცოცხლის სიყვარულის გზა ამ ლურჯ სამყაროს დროზე გრძელია...

ო რომ იცოდე "განგებისაგან რა სიფაქიზით ხარ ნატვიფრული",
ო ვიცი დადგავ გულში სულის ხატს და უერთგულებ ვით ცის მისტიციზმს,
სინამდვილეში, ძვირფასო ვიცი, უზენაესი ძალგძს სიყვარული,
ბერკაცს მიყვარხარ ქალი სინაზე ვით მონაზონი ცისფერ მონასტრის...

შენ რომ არსებობ მიხარია და როცა გიხსენებ ვთრთი და ვნეტარებ,
სანთლით მეძებარს რომ შემეფეთე, მადლიერი ვარ იმ წამებისთვის,
შენთვის რომ შევძლე გამომეხატა გრძნობა რომელსაც ჩემში ვატარებ,
გრძნობისთვის რომელ გულში დაბადე, მადლობელი ვარ იმ გამებისთვის...

-

მუდამ მფარველობს *სამი გრაცია*, ერთი ღმერთი ყავს მესაიდუმლე,
მარადისია მიჯნურთმიჯნურის ცა მედიდური და გალანტური,
სამწუხაროა, თქვენ ვერ გაუგეთ ამ გულს ჯვარცმებით ნაიდუმალევსს,
უარყოფილსა მწყურის და მესმის წასვლა მეფური და პოეტური...

---

ღადავ-ღადავში 
გაატარეთ 
გოგონი,
ნუ მიაქცევთ 
დიდ ყურადღებას 
ამ სიგიჟეს...

მი ბრალია რომ მაცეცხლებს
თქვენი ამპარტავნება

დიდი არარაობა 
და უბრალოდ ადამიანი
ვცოდავ როს გეუბნებით

ლხინი შენ და ჭირი მე -
შენიჭირიმე...
კომენტარები (0)