0

სიგიჟე16


ხმა მღაღადებლისა უდაბნოში?
დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არა არს მასზედ დიდი?
ნათლისმცემელი წინასწარმეტყველი მოვიდ,
საკუთარ სამშობლოში ოჯახში და სანათესაოში არ აფასებენ, ისე ექცევიან როგორც უნდათ და როგორც დაწერილია მასზე?

-

ძველი აღთქმის მიმდევრებმა აცვეს ჯვარს იესო ქრისტე.
ასე რომ ვინც ძველი აღთქმიდან "ცდილობს" ამხილოს ახალი აღთქმა ისინი არიან ვინც გაჰყვიროდნენ "ჯვარს აცვი ეგე"?

ებრაელებმა "საკუთარი ღმერთი" ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს?
ქართველებმა ქრისტე "უხილავად" შევიცანით და გულში ჩავიკარით კვართი?
ვინაა ღვთის ერი?

ღვთისმშობელის წილხვედრია საქართველო ღმერთების მშობელი?
ქართველი თვითონ ღმერთია?

წინადადებაში რო ერთი სიტყვა არასწორად დაიწეროს სხვა აზრს მივიღებთ?
ბიბლია რამდენჯერაა ნათარგმნი და გადაწერილი?
რომელია სიმართლე ებრაელი გიორგი კაი ბიჭია და ხატს და სალოცავს გმობს,
თუ
ქართველი გიორგი კაი ბიჭია და ხატს და სალოცავს ადიდებს?
ორი სიტყვაა განსხვავება და ორი სხვადასხვა პოლუსია?
ებრაელების რწმენამ ჯვარს აცვა ქართული სარწმუნოება?

ერთადერთი და მარადიული ჭეშმარიტება რომელსაც ბიბლია ატარებს არი ხარება და სახარება იესო ქრისტესი, ღმერთის?!

მეორე გარემოება ბიბლიის -
ვინც წმიდა განზრახვით აიღებს წიგნს, იმას წმიდა სული ცემს პასუხს.
ასე დაჯდე და ბიბლია იკითხო და იქადაგო რაც გეინტერესება წინააღმდეგობითი გულით ჩვეულებრივად სიტყვის გმობაა, როცა არ გესმის რადროს რაა სათქმელი, როცა რეალურად არაფერი არ იცი, დადუმდე უნდა, როცა სახარებასთან გვაქვს საქმე?!
წმიდა სული ხსნის და ყოველ ჟამს და დროს თავის სიტყვას აძლევს?!
ვახარებთ სიცოცხლესა და იესო ქრისტეს.
იესო ქრისტე თავმდაბლობით და სიბრძნით იცნესო?
ესეიგი ვახარებთ მდაბალ და დაწუნებულ ცოცხალ და მართალ სიტყვას?

ნუ მიემსგავსებით იმ სამღვდელოებას რომელიც გაზეპირებული ცნებებით ცდილობდნენ ემხილათ იესო ქრისტეს სიმართლე! შეძლეს? ვერ უძლებდნენ ? რას? გულს და მოქმედ ჭეშმარიტებას? მომენტში ცოცხალი , სულიწმიდით წარმოთქმული სიტყვა მთელ ბიბლიაში წერილ სიბრძნეზე მეტია ესეიგი?
სულიწმიდისგან ვმბობ, არს!

ბიბლიაში წერია ერიდეთ მწიგნობრებსო?
ვისზეა საუბარი,
მინუსში მყოფ მძინარე მკვდრებზე რომლებიც ემსახურებიან წუთისოფლის სულს და მისი დიდება იზიდავთ?
მკვდრებს თავისმა მკვდრებმა მიხედონო,
შენ მე გამომყევიო იესომ?
აქედან გადადიხარ პლიუსში?
ივიწყებ და უარყოფ მკვდრების აზრს სიცოცხლეზე, მიწიერ ცხოვრება ჩალის ფასი ხდება შენთვის და აბიჯებ ზეციურში და სულიერში?
სრულიად ინგრევი რომ ხელახლა აგაშენოს ძემ და შეგქმნას ადამიანთა მებადურად?
ეძიე სასუფეველი და დანარჩენს უზენაესი მამა, მამათა მამა, საუკეთესო მამა ჭეშმარიტად რაც გჭირდება ყოველივეს მოგცემსო?

-

შენ დიდებას თუ ეძებ და არა ღვთის,
სულიწმიდამ თუ არ გაგიხსნა ვერაფერს მიწვდები?!
და როგორც ბიბლიაა ცოცხალი ცოცხალთათვის,
ასევეა ჯვარი , ხატი, ტაძარი
წმიდა გულით სულიწმიდასთან საურთიერთოდ?!
ამათ წინააღმდეგ ვინც ხართ  ღმერთს გმობთ და სასჯელის ამბავია ეგ როდესაც სიმართლეს სიცრუით ეხები?!

მრავალჯერ ყოფილა უწიგნურის პირიდან ემხილოს სულიწმიდას ამა სოფლის "უბრძნესნი" წიგნიერნი?!

ხო, ბოლოს , ვისაც ხედვა გაქვთ თავხედები და ფარისევლები არასწორი გზებზე გაუშვით რო "კისერი მოიტეხონ" , იქნება ჭკუა ისწავლონო დაგიწერათ მეფემ?!

ეს რას ნიშნავს , ვმდიდრდებით ღმერთში და სიმართლეში
და მკვდრებისგან დამცირება არაფრად მიგვაჩნია და არ გვაინტერესებს რას წარმოვადგენთ მიწიერთა თვალში?
პიროვნება თუ ხარ შემდგარი ხარ და იცი თითოეული სიტყვის ფასი და ერთადერთი ღვთის წინაშე სუფთა სინდისი და მისი აზრი გემნიშვნელოვანება?
თუმც გეცოდება უგუნური კაცობრიობა ან თითოეული ადამიანი გიყვარს?

მოკითხვა მდუმარესგან...

მშვიდობა გქონოდეთ...
კომენტარები (0)