შვიდობითი 18


ფაქიზად გაფურჩქვნილი სინატიფით ჰყვავიხარ -
უწითლეს კაბიანი ეკლიანი ვარდი ხარ,
დედოფლურ სილამაზის და უსაზღვროდ ნაზი ხარ -
უსათუთეს ფიქრებად ჩემი სულის დარდი ხარ...

იდუმალი მშვენების შარავანდით შებურულს -
მთელ არსებით გეტრფი და სიყვარულზე გიმღერი,
შენს ეკლებზე ეს გული მეკაწრება თეთრ ბულბულს
და სისხლიან წვეთებად შენს ტუჩებზე ვიღვრები...

ცეცხლოვანი სიწითლით მოსილ მშვენიერებას -
ნამის მარგალიტები ღაწვზე როს გეკიდება:
არსით სისათუთისფერ განვიცდი ამბორებას -
მზესავით ვენთები და გულს ცეცხლი მეკიდება...

ვიწვივარ სანთელივით და ცრემლად ვიღვენთები,
ოდეს გიმზერ სულით ვთრთი, ვცრი ფიფქებს და თან ვდნები ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი