შვიდობითი 37


გულის თვალთა ტუჩებზე მათოვ უტკბეს ამბორებს -
გავლოთდი შენი ტრფობით - მი სული სიყვარულს გსვავს,
უნაზეს შენს სახეზე და ჩუმ ღიმზე მაბოდებს -
უსათუთესი გრძნობის უწმიდესი ცეცხლი მწვავს...

სისხლში გრგვინავს ელვები და ოცნების კოცნები -
აწამებენ მი ნაზ გულს და აკრავენ ჯვარზე კვლავ,
ცათა თეთრი ხილვები და ეს ნაზი გრძნობები -
მე შენი ტუჩები მძულს და მი უშენობა მკლავს...

ჯანდაბა! ცეცხლის ტყვე ვარ... აუ რა ლამაზი ხარ -
სულნატიფ სხივთა თოვა - სინაზით მწველი მზე ხარ,
ვგიჟდები შენზე ღმერთავ - საოცრად ფაქიზი ხარ -
მი სისათუთით თრთოლვა - მი გულის თრობა შენ ხარ...

მსურს ამ ამბორით გითხრა თუ რა საშინლად მი ხარ -
უსაზღვროდ ნაზად მძულხარ... უზომოდ მიხარიხარ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი