0 5

შვიდობითი 38


სახელად ქვია თათა - დაჰქრის ფიქრებში ნაზად -
ფრთათეთრ და სულქათქათა - ყვავის მი გულში ვარდად,
ყვავის და თოვს სინაზეს - ცის ანგელოზის დარად -
ვეტრფი მის სილამაზეს - ვხატ სიყვარულის ხატად...

ნაზ ვარდის ნატიფ ტუჩებს ასდით ალერსი ალად -
მეწვის ყოველი არსი - ცეცხლი გიზგიზებს გულად,
ვეტრფი შენს სათუთ თვალებს და აღარ შემწევს ძალა -
მასვი ალების თასი - მწყურიხარ თათა სრულად...

მწყურის ბაგენი შენი მომედოს სულზე ლავად
და ფრთიან განცდათ ცეცხლი გადმოიღვაროს სუნთქვად,
გამოუთქმელი ენით მწყურის ციერი ჰავა -
მზიურ სხივებით მწველი - მწყურის ალერსი სულთა...

-

ბულბული ამბორებით - გიგალობთ თეთრ ვარდს ლაღად:
მიყვარხართ - მეყვარებით: მუდამ - ყოველთვის - მარად...
კომენტარები (0)