განა ლექსები მწერენ


განა ლექსები მწერენ,
ან ჩემი თავი,
და შენც, აღარც წერილებს მწერ.
მე ბრბოს დაჯღაბნილს
არასდროს ვგავდი.
ჩემს სათქმელს, მე ჩიტივით ყოველთვის წამოვიმღერ.

მხოლოდ პოეზიამ გამიღო,
სუსხიან ღამეებში კარი.
ჩემი ფიქრების სიმუქე,
ნეტავ ჩემმა მელანმა, თან წაიღოს.

და მე, იმ გრძნობით ვარ შემთვრალი,
ვინმე, სხვა,
ალბათ გულს რომ გაიპობს.
ამ ცხელ ღამეებში,
ბევრჯერ დამათოვდა თითქოს.

ყვავილებთან ერთად,
თუ დავტოვებ ალბათ,
ხმებს, ხმაურიანთ,
ალბათ მაშინ, გაიღება შენი კარი.


28 აგვისტო, 2021წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი