დღეს სავსეა მთვარე


დღეს სავსეა მთვარე,
როგორც ჩემი გული,
გაათეთრეს ალბათ ფიქრებმა,
გახადეს ალბათ დარდთა სამარე.
ნეტავ ჩემს ფესვებს, 
რატომ დაარჭვეს ცული? 

და ამ ღამითაც,
ნელ-ნელა უფერულდება, 
ერთ დროს ფერადი, ჩემი სული.
მე უთეთროდ ვერ ვძლებ, 
ერთი წამითაც.
ჩემთან მოსვლა, მუზასაც ბეზრდება. 

დარდით სავსეა მთვარე,
როგორც მე,
მაგრამ სქელ ღრუბლებს 
მაინც არღვევს.
თეთრად ანათებს,
როგორც ყოველი, ჩემი ღამე,
და ირეკლავს ჩემს წამებს.


21 სექტემბერი, 2021წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი