0

____ რეალობა___


ამბობენ როდესაც გონება ნათელია სულიც ნათელია, მე კი ვიტყოდი რომ საქართველოში ნათელი კი არა, ჯერ კიდევ ბნელა. საზოგადოებას დაბინდული აქ გონება, ერთ დიდ უსასრულო ნისლში. საითკენ მივექანებით ბოლოს და ბოლოს, ამაზე პასუხის გაცემა რთულია ცოტა არ იყოს.

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ამოვსულვართ რენესანსის ეპოქიდან. ვითხოვთ დემოკრატიულ კანონებს და რაღაც უაზრო პატივმოყვარეობით გაჯერებულებს, ვითომ და თავისუფლება გვსურს. გაუმაძღარი თვალებით შევეტრფით, ისეთ დიდ მეგაპოლისებს, რომლებიც ჩვენზე რაღაცით მეტნი არიან და როგორც კი დავინახავთ რაიმე ახალს, ძაღლებივით მივცვივდებით და გვიხარია. ასეთი მდაბიოები და აუტანლები ვართ. ყველაზე ცნობილ მაღაზიებს მივცვივდებით და მატერიალური ფასეულობებით განვასხვავებთ, მდიდარ-ღარიბს და სინამდვილეში ჩვენ ვატარებთ გულით ჯოჯოხეთს. რაღაც განცალკევებული, იზოლირებული ქვეყანა ვართ და ერთ კუთხეში მიმწყვდეული საზოგადოება, რომელიც ძლივს გამოდის კრიზისიდან. წესიერად ვერ გაგვიგია რა ხდება, ყველაფერს ზედაპირულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და რაღაც უაზრო აზრებით, ერთმანეთს ვებრძვით დებატებში და სიტყვიერ შეურაწყოფებს ვაყენებთ ერთმანეთს. რაღაც უაზრო ათეისტურ იდეებს მივყვებით და მალე ალბათ ესეც აუცილებელი გახდება. ურწმუნო, ღარიბი და გაუნათლებელი ვართ. ჩვენ ჯერ ცეცხლს გავიძახით, ისინი კი უკვე კოსმოსში არიან და გვაკონტროლებენ იქიდან.

მეცნიერებმაც ქედი მოიხარეს უფლის წინაშე და ღმერთის არსებობაც კი დაამტკკიცეს, ჩვენ კი ისევ იმ ათეიზმში ვიძირებით და ჩვენ შვილებს ამგვარი ზიზღით ვზრდით. იქნებ ჩვენმა წინაპრებმა დაუშვეს შეცდომა? ნურავინ იფიქრებს იმას რომ, ჩვენ ყველას ვჯობივართ და ერთადერთნი ვართ. სინამდვილეში: გაღორებული და ამპარტავნებით სავსენი ვართ. ყველას მაღლიდან ვუყურებთ სინამდვილეში, საცოდავები და უგულოები ვართ. ათასი სიბილწე შემოვიტანეთ და გავრყვენით ერი! ეს გვეამაყება?! ესეთი ქართველობა? ნურც იმას იფიქრებთ რომ, ადრე ესეთები არ იყვნენ ქართველები, როდესაც მეფეები იყვნენ ძველად. ყველას მოდიოდა შეცდომა! ამგვარი არასწორი განათლების და ინფორმირების ხარჯზე, ახალ თაობას გული ავუცრუეთ ყველაფერზე.

დღეს ამ უდიდესმა განსაცდელმა კაცობრიობას ასწავლა ჭკუა და მომავალი შემოდგომისთვისაც ასე იქნება. ისიც კი არ ვიცით რომ, ეს ყველაფერი აპოკალისტური სცენარის ნაწილია. ყველანი მოვიდეთ სანამ დროა აზრზე, თორემ მალე მეცნიერებაც დაამტკიცებს რომ, ადამიანები არ ვართ. სხვა ქვეყნები წინ მიდიან და ბევრიც ინანიებს, რომ შეცდომა დაუშვეს ყველაფერში და ჩვენ ჯერ დემოკრატიას გავიძახით.

ამ ყველაფერს დიდი ტკივილით ვწერ და თუ ზედმეტი მომივიდა, ბოდიშ გიხდით ყველას. შევეცადე მოკლედ დამეწერა კიდევ. (პატივისცემით ირაკლი ბერიაშვილი)
______________________
✍️ი.ბერიაშვილი✍️
კომენტარები (0)