0 81

გარდაცვალება


ეჰ ეს სიკვდილი რა ადრეა ნეტავი იცი
ან რატონ ფიქრობ დილემებზე ხუნდება ფერი
უბრალოდ იქვე მოგაყრიან ზამბახებს ირგვლივ
დრო სულ გექნება ბრალი რომ დასდო და გაატყავო

ეს დროც გაივლის ეპოქა ხარობს აკვანი იწრვის
კვლავ იბადება სიხარული ცხრა წამეული 
მაგრამ არასდროს არასოდეს არ მოხვალ იცი ?
გადაკარგულო გარდაცვლილო და უნიათო

შენ ხომ ოდესღაც სულს ღაფავდი ხალხის ღიმლზე 
უფლის ვარსკვლავი ახარებდა უმწეო ტიტებს 
შენ ხომ მიაგდე შენი კუთხე და სხვებს მიენდე 
აჰა ახსოვხარ განა გჯერა? ეჰ ილიადე

მიდის დროება მატერიებს აქრობს წამები 
და ვცხოვრობთ რაღაც სისულელის უტიფარ დღეში
ღამეებს ვათევთ მწუხარების ავლა დიდებას
და სული ჩვენი სადღაც მაინც ღვთიურ ხსნას ელის!

გაივლის წლები ჩვენგან მხოლოდ ნეშთი დრჩება 
ამოვა ია ჩვენს საფლავზე დაიწყებს ქებას
ინვრის სუსხით სადღაც ისევ არტ გათენდება
დაინამება დასავლეთი  დღე ატირდება

ეხ საბოლოოდ გაიკაფავს სახელი მის გზას
შთამომავლობა გააგრძელებს არსობას მარად
მე კი ჩავბარდი მაპატიეთ უძირო  ტიქტაქს 
აქ ისე ბნელა ისე ცივა ისე შორია.

ისე შორია შენი გული აქიდან იცი ?
ღამესაც უნდა წლების მტვერი შემომაყაროს
გზები ცალ-ცალკე, ერთმანეთით გადაბურვილი
და გახიზნული ის სიტყვები დრო ისევ მიდის

ასე გავიდა უსათუო რამდენი ხანი
თვეები,წლები,წუთი,წამი  ვით საუკუნე
ღამეა თეთრი,ხეებსაც სცივა ქუჩაში კვლავ თოვს
დამყვება ლანდი მარტოსული ჩუმი ჩანგივით

გიტარას უკრავს ის მხვეტავი და ისიც მარტო
ბადაგში ჩაფლულს გაჰკიოდა მთელი პროსპექტი
ელვარე ღამეს ქართა მორევში,დაიხრჩო მარტო
და მიაბარა სული მისი როგორც მონტესკიმ

ყოველ ნაშოლტზე,გადახვრიტეს სიტყვები ჩემი 
ფოლიანტებით მიმოფარეს ირგვლივ მიდამო
მაგრამ არ ვიცი,ეჰ არ ვიცი როდემდე მივყვე
მაკლია შენი,შენთან ყოფნა ჩემო უფალო.
კომენტარები (0)