პირველი კოცნა

მე სულში მანგრევს ყველა ტკივილი
სიკვდილის შემდეგ დამრჩება დაღად
და ის მხურვალე კოცნა პირველი
შენი უმწეო ტუჩების ფასად

გემახსოვრება ყოველთვის ნათლად
შარიშურობა დახტის შროშანათ
ამოგითქმია სიტყვა სიწმინდედ
დიდი ოცნების მღელვარე თასათ

მჯერა რომ მოვა მთესველად მარტი
და ნაფერთალი ის სიტკბო განა
გახსოვს იმ ღამით ჩუმად გითხარი
მიყვარხარ,მიყვარხარ მარგარეტ იანა!
კომენტარები (0)