0 27

სადღაც ზეიმობს დღესასწაული ...


სადღაც ზეიმობს დღესასწაული
და ინერცია პროზებად მოაქვს.
ჭუჭრუტანები
ჩემს ბნელ საკანში
ათენებენ და ასაღამებენ.
მათთვის შეუძლო არაფერია,
მათ ყოველივეს უფლება აქვთ და
მათი სიხარბე სისრულეშია,
რამეთუ
სიყრუეს
ხმაურით
ავსებენ...
კომენტარები (0)