წახვედი...

წახვედი, როგორც დეკემბრის თოვლი
და ივნისის მჩქეფარე წვიმა.
მე შენ გიხსენებ ფიქრით და თრთოლვით
და ძველებურად ლექსები მცვივა...

ახლა სხვა დროა, ალბათ, შენც ხვდები,
ადრე სულ გვქონდა ფიქრი და მოცლა,
და ისე შორს ხარ, და ისე ქრები,
უაზრობაა ლოდინი, მოცდა..

და მაინც ჩემში დარჩი და ხარობ,
როგორცა ხარობს ედემში ვარდი.
მსურს ძველებურად რომ შეგიყვარო -
როგორც მიყვარდი... როგორც მიყვარდი...
კომენტარები (0)