0

,,კვლავ შემოდგომა დამდგარა,,


გადაუღებლად წვიმს ძლიერ                                                           
ვგრძნობ შემოდგომა დამდგარა,                                                         
ფოთლივით ვიცვლი მეც იერს                                                         
შემომეპარა ჭაღარა.
                                                                               
ვარდყვავილთა დრო,სურნრელი                                                                
ო,რა უეცრად უეცრად გამქრალა,                                                                    
მზის ნარნარ სხივებს სულ ველი                                                    
მე,უშენობამ მაწვალა.

ლურჯ,მიტოვებულ ზამბახებს
ცის ნამმა გლოვა ასწავლა,
სულს უშენობა აწვალებს
ცვარმა,ნისლებში დამფარა.

მწამს,ღრუბლებს ფეხქვეშ დავიფენ
მზე ნისლებს ისევ გაფანტავს.
ტრფობას ვნებიანს დავიწყებთ
ცას,კვლავ ზურმუხტი დაფარავს.
   /კახა გორგაძე 05.202/
კომენტარები (0)