კოპაძე ანი

პოეტი,მწერალი,უბრალოდ მხიარული ადამიანი

0

გრძნობა


გრძნობები არ კვდება,
არ კვდება რაც ნამდვილია,
ის გადარჩება რაც გვიწერია,
ან რწმენასაც რა ფასი აქვს,

სიტყვები ხომ აქ ზედმეტია,
ვერავინ განსაზღვრავს როგორ გვტკენია,
სულში ხელების ფათური ვის გაუგია,
სიკვდილი ხომ თავისუფალია,

ნდობა ერთი ხელის მოსმით გადაუთელია,
აქ რეალურად ყველაფერი ხომ სიყალბეა,
თავისუფლებას ნეტავ რას ეძახიან,
აქ ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია,

ტირილით რას უშველიან,
გრძნობებს ხომ ვერ დამალავ
რაც ნამდვილია,არარაობა სიფათები
როგორ გფარავენ რა ტყუილია,

ვინც წასასვლელია ხომ წავა,
დრო დაგიტოვებს ალალ–მართალს,
გრძნობა თუგინდ ფუჭად ჩაგითვლია,
დრო როცა მათზე ხარჯავ ვისაც ჯერ

კიდევ არ უცხოვრიათ,თუ ცხოვრებას
რას ეძახიან?....
კომენტარები (1)

გიორგი ვასაძე სტუდენტი - 17.09.2021

❤😊