კოპაძე ანი

პოეტი,მწერალი,უბრალოდ მხიარული ადამიანი

0

შენ


არ მომწონს ის ფაქტი რომ ვინმე გეხება,
სხვას როგორ კოცნი და გეფერება,
ან ეს სიტყვები თუ არ დაგენანება,
უეცრად შენი სიახლოვე დამჩემდა,

სიტყვის ფასი საქციელზე გამეფდა,
ჩვენი სხივი ერთმანეთის თვალებში გაბრწყინდა,
როგორ მტკივა უშენობით ნათენები ღაამები,
ლექსები და ნახატები თუ შემრჩება მარტო,

ვფიქრობ ხოლმე შემიძლია აქედანაც რომ შეგეხო,
სიტყვა–სიტყვით მოგიყვები როგორ მჭირდები,
რომ სუნთქვითაც ვეღარ ვსუნთქავ უშენოდ,
ასე ძალიან რატომ მიმაჩვიე შენს სიყვარულს,

დღეები გადის მაგრამ სათქმელი ტკივილად 
დარჩება ბოლოს,ვერაფერს ვერ ვამბობ გადამიარეს,
მეშინია რომ ვერ გამიგებ,და თუ გამიგებ მაშ მიმატოვებ,
როგორ ვცდილობდი გადაგორებას დღეების უშენოდ,

უშენოდ გატარებულ წუთებს დავდევდი,
ეს დღეც ფერების გარეშე გადამეკარგა,
არვიცი დაგიცდი თუ ისევ შევხვდებით ერთმანეთს,
ირგვლივ ყველაფერი შმომეფანტა....
კომენტარები (0)