კოპაძე ანი

პოეტი,მწერალი,უბრალოდ მხიარული ადამიანი

0

ზოგჯერ


მინდა ხოლმე გავქრე ზოგჯერ,
გამიტაცონ ფიქრებმა და გავქრე,
იქნებ სულაც სანთელივით დავდნე,
ან გიჟი პოეტივით გავლოთდე,

ან იქნებ ცაში ავფრინდე ღმერთთან,
იქნებ მუსიკამ გამიღოს კარი,
რატომ არ ესმით აქ ჩემი სუნთქვა,
რატომ წააგავს სექტემბერი სუსხიან ზამთარს,

რატომ ვინატრე ახლა გაქრობა,
როგორ არავინ შემომეფარაა,
იქნებ გული სულ გამომეყინა
ან იქნებ ვაებას ითხოვდა,

იქნებ მარტოსულ ხედ გადავიქცე,
ან რას მოუტანთ მათ ჩემი ქნარი,
იქნებ სევდიან ლექსად ვიქეცი და
მოხუცის სახეზე ნაოჭად ვიგრძენი თავი,

იქნებ გაზაფხულის ამინდათ კიარა
ზამთრის სუსხიანი ამინდი მეგონა თავი,
ან იქნებ გადაკარგულ ტყეში 
რომელიმე უპატრონო ხე ვარ....
კომენტარები (0)