0

წვიმს


წვიმს,
სევდიანად წვიმს....
ანდა წვიმა როგორ 
მოვა უდარდელი?
როცა დედის წმინდა 
ცრემლით გაჟღენთილა,
აქ ძვირფასო ირგვლივ 
თითქმის ყველაფერი,
როცა ზეცა ომის ქარ-
ცეცხლს ჯერაც გლოვობს,
როცა სულში ყინვაა და 
მხოლოდ მტვერი...
ღმერთმა ჰქნას რომ ზეცამ 
ლხენით გადმოგვხედოს
და შეგვინდოს
             და შეგვინდოს
                              ყველაფერი.
კომენტარები (0)