0

ტაძრის ნანგრევთან


ვხედავ ნანგრევებს და სულის სიღრმეში,
ალისებრ კრთება ფერები მუქი,
ვერას ვუხერხებ ამ მძიმე განცდას,
ხმასაც ვერ ვიღებ ვარ როგორც მუნჯი,

იქ ქარი არწევს სარკმელთან აკვანს
და თითქოს ბავშვი ჩემ სულში ტირის, 
თავს არ მანებებს ისეთი განცდა, 
თითქოს ყოველ წამს მოველი სიკვდილს,

მთელი არსებით მივიწევ მაღლა
და თან დამყვება ტკივილი მიწის,
იძვრის წარსულის მგზნებარე ტალღა 
და მეუფლება უსაზღვრო შიში,

მიდი მეძახის წინაპართ სისხლი,
ზეცაც ცრემლებად მოსთქვამს დარდიანს
და მეუფლება უსაზღვრო რიდი,
იმ მინდორ ველის გარსს რომ მარტყია,

ბაგრატის ტაძრის სულს რომ აკვნესებს,
წარსულს რომ ხატავს ნათელ ფერებში,
მომავალზე რომ განცდას ამეტებს,
რაღაცნაირად მათრობს ფერებით,

ვგრძნობ ამ კედელებში ლაღი ჭენებით,
თითქოს ნავარდობს ქართული სული,
თითქოს გაცოცხლდა ჩემში წარსული,
და მძიმე განცდამ მოიცვა გული.
კომენტარები (0)